FM97.5 / LIVE

ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.12.2016
ახალციხის თემის საკრებულოში 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდა. მომავალი წლის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა. სხდომას უმცირესობიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი დაესწრო.

ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
დღეს, 19 დეკემბერს, ახალციხის თემის საკრებულომ მომავლი წლის ბიუჯეტი 21 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომას მხოლოდ ერთი რობერტ მურადიანი ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტში ბევრი ცვლილება არ შესულა. პირვანდელი ვერსია, რომელიც გამგეობას მცირედი შენიშვნებით დაუბრუნდა, გასწორდა. კერძოდ, საკრებულოს რეკომენდაცია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით საავტომობილო გზებზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს, გამგეობამ გაითვალიწინა და ბიუჯეტში შესაბამისი თანხა ასახა კიდეც. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ისინი პროექტში სამთავრობო განკარგულებების საფუძველზე შევიდა.

დამტკიცებული ბიუჯეტი, პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 80 000 ლარით გაიზარდა.

„გაზრდილია გადასახადების ხარჯზე, კერძოდ 30 000 საშემოსავლო გადასახადიდან, ხოლო 50 000 ქონების გადასახადიდან გვაქვს“, – განმარტავს გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე.

ახალციხის გამგებლის ზაზა მელიქიძის განცხადებით ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ადმინისტრაციული ხარჯები საგრძნობლად შემცირდა, დაზოგილი თანხა კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

საბოლოოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მხარი უმცირესობიდან მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა. რაც შეეხება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენ შვიდ დეპუტატს ისინი სხდომას არ ეწრებოდნენ. მიზეზად დეპუტატების ნაწილმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"პროტესტის გამო არ გამიცდენია სხდომა. ავად ვარ, მაგრამ რომც ვყოფილიყავი ბიუჯეტს მხარს მაინც არ დავუჭერდი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დისბალანსია ადმინისტრაციულ ხარჯებსა და გაკეთებულ საქმეებს შორის“– ამბობს საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ მაკა სუდაძე.

სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა,,სამხრეთის კარიბჭესთან“ კიდევ ერთმა დეპუტატმა უმცირესობიდან, ირინა გელაშვილმა:"ბიუჯეტს მხარს მაინც არ დავუჭერდი, ბევრი რამ მიუღებელია ჩემთვის“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 30 დეპუტატია, მათგან დღეს სხდომაზე 21 იმყოფებოდა. შვიდი ოპოზიციონერი და სამი მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი სხდომას არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნციპალიტეტის თემმა ბიუჯეტის პროექტის განხილვა ნოემბრში დაიწყო. საბოლოო ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად 10 დეკემბამდე გადაეგზავნა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ახალციხის გამგეობაში ბიუჯეტის პროექტი მცირე შენიშვნებით დაბრუნდა