FM97.5 / LIVE

პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე

მთავარისიახლე, სამართალი 19.12.2016
ბორჯომში, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა. უწყებამ საქმის ძიებას, სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლი დაუმატა.

პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ჟურნალისტის ცემასთან დაკავშირებით, საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადასცა და კვალიფიკაციას კიდევ ერთი 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი დაუმატა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი გუშინ,18 დეკემბერს მოხდა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი, ბორჯომში, სასტუმრო ‘ქრაუმ პლაზაში’ სემინარზე მიდიოდა.

[Sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები  იკითხებიან
Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ  გამოძიების დეტალები გააცნო
ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ჟურნალისტის ცემის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება
ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის  საქმეზე  ტრენინგის ორგანიზატორთან