FM97.5 / LIVE

ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს

მთავარისაზოგადოება 19.12.2016
17 და 18 დეკემბერს გორში გამართული საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატიდან ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში ახალციხელი სპორტსმენები მედლებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვეს სამცხე–ჯავახეთის სახელით მოასპარეზე ვეტერანმა სპორტსმენებმაც.

ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს
საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატში ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში ახალციხის სასპორტო სკოლიდან 11 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. აქედან 6 პირველ ადგილზე გავიდა, 1– მეორეზე, ხოლო 2 – მესამე ადგილზე.

„ახალციხელი სპორტსმენები პირველ ნაბიჯებს დგამენ საქართველოს ნაკრებ გუნდში დასამკვიდრებლად, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ. საქართველოს ნაკრებში ჩარიცხვა ახალციხის გუნდიდან ჩემი დიდი სურვილია. მოკლე ვადაში ჩვენ უკვე კარგი გუნდური შედეგები გვაქვს. საქართველოს ჩემპიონატებზე ოთხი თასი გვაქვს აღებული“, – განაცხადა გუნდის მწვრთნელმა, ასევე სამცხე–ჯავახეთის ათლეტიზმის ფედერაციის ხელმძღვანელმა სპარტაკ თაქთაქიძემ.

საქართველოს ჩემპიონატში რეგიონის სახელით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დავით მაღრაძემ. საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ კობა კობახიძემ კი მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29 მარტს ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს ღია ჩემპიონატზე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ კობა კობახიძემ ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღეს.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს–ს სამცხე–ჯავახეთის უწყებების თანაშრომლებმა რესპუბლიკურ ჩემპიონატზე 2 მედალი აიღეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა
5 ოქრო და I ადგილი – შსს–ს გუნდის წამატება ძალისმიერი სამჭიდში
სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის პირველმა პირებმა ოქროს მედლები აიღეს
მერიის ჯილდო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების ხელმძღვანელებს
ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში  საქართველოს თასი მოიპოვეს