"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

მოხეში ქრისტიანებმაც ღია ცის ქვეშ დაიწყეს ლოცვა

მთავარისაზოგადოება 17.12.2016
მოხეში, სადავო შენობასთან, ქრისტიანებმა წმინდა ბარბარეს სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. ამის შემდეგ მართლმადიდებელი მრევლი ლოცვის გაგრძელებას გარეთ აპირებს;

მოხეში ქრისტიანებმაც ღია ცის ქვეშ დაიწყეს ლოცვა

დღეს, 17 დეკემბერს, მოხეში სადავო შენობასთან, იმის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მუსლიმები ლოცულობენ ქრისტიანებმა დაიწყეს ლოცვა.
წმინდა ბარბარეს სავედრებელი პარაკლისი, აქ, ადგილობრივ მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა (გეწაძე) აღავლინა.

მოხეში მცხოვრები ადგილობრივი ქრისტიანები ფაქტს ადასტურებენ, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა, როგორც მამა ნიკოლოზი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, დღეს ლოცვის სადავო შენობასთან ჩატარება, სწორედ მოხეში მცხოვრები ადგილობრივების ნების გამოხატვა იყო. მისი თქმით, მან პარაკლისის ღია ცის ქვეშ გადახდით, მისი მრევლის სურვილი გამოხატა.

„ამით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ შენობასთან დაკავშირებით მუსლიმებთან შედარებით არა ნაკლები პრეტენზია გვაქვს. აქ ტაძრის საძირკველია და შენობაც ტაძრის ქვებითაა აგებული. თუ აქამდე ჩუმად ვიყავით, იმიტომ რომ ვითარების დაძაბვა არ გვინდოდა. მაგრამ ჩნდებოდა განცდა, რომ თითქოს აქ მცხოვრებლები არაფერს აპროტესტებდნენ, არადა, ასე არაა“, – ამბობს მამა ნიკოლოზი.

მისვე განცხადებით, ადგილობრივი ქრისტიანი თემა ჩუმად იყო იმ მიზნით, რომ კომისიისთვის მუშაობა მშვიდობიან გარემოში ეცდიათ და სოფელშიც სიმშვიდე ყოფილიყო, თუმცა, ახლა გადაწყვიტეს, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, ასევე ლოცვით გამოხატონ: „გარეთ ლოცვით იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ ვართ ერთად და ვაპროტესტებთ იმას, რომ ეს შენობა მუსლიმებს არ უნდა გადაეცეთ“.

მამა ნიკოლოზის თქმით, ხშირად მუსლიმი თემი აფიქსირებს პოზიციას, რომ თითქოს სოფელში ვითარების დამძაბავი ზარზმის წინამძღვარია, თორემ სოფლის მართლმადიდებლები შენობის გადაცემაზე წინააღმდეგი არ არიან: „არადა ეს ასე არაა. თუ ხალხიც არ იღებდა აქამდე ხმას, იმიტომ, რომ მე ვთხოვდი ასე და ანგარიშს მიწევდნენ“.

ზარზმის წინამძღვარი ამბობს, რომ ამის შემდეგ ღია ცის ქვეშ ლოცვას გააგრძელებენ: „ეს არ იყო ერთჯერადი ხასიათის“.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა ყველა შაბათის ლოცვა სადავო შენობასთან, გარეთ, გვიპასუხა: „შესაძლოა იყოს შაბათს, ან სხვა რომელიმე დღეს, როცა მეცლება და მოვახერხებ“.

მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს ქრისტიანების გარეთ ლოცვა, მაშინ როცა სოფლის ცენტრში, სადავო შენობასთან მათ ტაძარი აქვთ, უკვირთ. თუმცა ამბობენ, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ.

„ილოცონ, მათ ლოცვას არავინ დაუშლის და ხელს არსდროს არავინ შეუშლით“, – ამბობს ადგილობრივი მუსლიმი თემურ მიქელაძე.

შეგახსენებთ, მოხეში ღია ცის ქვეშ ლოცვა მუსლიმებმა 11 ოქტომბერს დაიწყეს. მათ ამით პროტესტი ასევე სადავო შენობასთან დაკავშირებით გამოხატეს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

07.08.2017 7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო

03.08.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2017 ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

16.08.2017 ახალციხის ტბაზე ადმინისტრაციული შენობა შენდება

16.08.2017 მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

15.08.2017 ივლიტაში ერთი წლის დაგებული ასფალტი დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მოხეში მუსლიმები სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ [Photo]
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
სოფელი მოხე, ლოცვა ღია ცის ქვეშ [Photo]
ლოცვა მოხეს სადავო შენობაში [Photo]
მოხეს სადავო შენობაში მუსლიმებმა ლოცვა დაიწყეს [Video]
მუსლიმები, ვიდრე მოხეში მეჩეთი არ ექნებათ, ღია ცის ქვეშ ილოცებენ [Video]
პოლიცია მოხეში და ლენტით შემოსაზღვრული სადავო შენობა  [Video]