"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

აწყურელ მამაკაცთან, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ საპროცესო გაფორმდა

მთავარისამართალი 17.12.2016
28 წლის აწყურელი მამაკაცის საქმე, რომელიც შელაპარაკებისას თანატოლის დანით დაჭრას ეხება, გადაკვალიფიცირდა. მსჯავრდებულთან კი საპროცესო გაფორმდა;

აწყურელ მამაკაცთან, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ საპროცესო გაფორმდა
პროკურატურამ, 28 აგვისტოს, სოფელ აწყურის ბანაკებთან მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, მსჯავრდებულ ირაკლი კ–სთან საპროცესო გარიგება გააფრომა, რომლის მიხედვითაც დაკავებული სასჯელს მხოლოდ ერთი წელი მოიხდის.

„საპროცესო ჯარიმის გარეშე გაფორმდა, ოღონდ მსჯავრდებული ციხეში ერთ წელს გაატარებს“, – ამბობს ირაკლი კ–ს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცავებმა 30 აგვისტოს დააკავეს. მაშინ ირაკლი კ–ს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19–108–ე მუხლით წაუყენა, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და ახლა მსჯავრდებული ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით იხდის, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თანატოლებს შორის შელაპარაკება 28 აგვისტოს, სოფელ აწყურთან, ბანაკების ტერიტორიაზე, ერთ–ერთ ფაცხაში, დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. აწყურში მცხოვრები ახალგაზრდები აქ მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაახლოებით 12:00 საათზე შეიკრიბნენ. საღამოს საათებში კი სუფრასთან მსხდომი ირაკლი კ. და იმედა ხ. სიტყვიერად შელაპარაკდნენ. რის შედეგადაც ირაკლი კ–მ იმედა ხ. გულმკერდის არეში დაჭრა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


28.07.2017 ახალციხის საბავშო ბაღებში არდადეგები იწყება

27.07.2017 ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა

27.07.2017 სამინისტრო: სამცხე-ჯავახეთის ოთხი სკოლა შეშით მომარაგდა

26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.07.2017 ახალციხის საბავშო ბაღებში არდადეგები იწყება

28.07.2017 შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

27.07.2017 წაღვერის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, ტექნიკა ადგილზე რჩება

27.07.2017 ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სოფელ აწყურში ახალგზარდა მამაკაცი დანით დაჭრეს
ქეთევან ხმალაძის საქმეში ერთ–ერთ მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული ციხეში ორ წელს გაატარებს
ბაკურიანის მიწების საქმეში  ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
აწყურში დაკავებულებთან საპროცესო გარიგება გაფორმდა
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ჯერ ბრალი არ წარდგენია
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა