ბიზნესფორუმს – 'დამზადებულია საქართველოში' , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 17.12.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, Business Georgia-ს ორგანიზებითა და სატელევიზიო გადაცემა "ბიზნესკონტაქტის“ მხარდაჭერით გამართულ ბიზნესფორუმს, „დამზადებულია საქართველოში“, დაესწრნენ.

 ბიზნესფორუმს – 'დამზადებულია საქართველოში' , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო [R]

ტექნოლოგიურ პარკში გამართულ ფორუმზე განიხილეს ის გამოწვევები, რაც ადგილობრივი მწარმოებლების საქმიანობას ახლავს და ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის. ბიზნესფორუმის მონაწილეებმა ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ადგილობრივი ბიზნესის როლის მნიშვნელობაზე და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის საკითხებზე ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბიზნესფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი - ევროკავშირის 500 მლნ-იანი ბაზარი გაიხსნა. იმისთვის, რომ ეს უდიდესი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, არაერთი ვალდებულება უნდა შესრულდეს და სისტემური რეფორმა გატარდეს. ამ კუთხით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და გარკვეული პროგრესი უკვე გვაქვს.

გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები მიმართულია წარმოების ერთიანი ჯაჭვის შექმნის უზრუნველყოფისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ამ კუთხით პარტნიორი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას და აქტიურ მხარდაჭერას.

ბიზნესფორუმზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის მოხმარებისა და საექსპორტო ბაზრების გეოგრაფიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება, რაც ბაზრების დივერსიფიკაციისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების ხარჯზეა მიღწეული. ექსპორტის ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციულ, ისე ე.წ. ახალ ბაზრებზე - ჩინეთში, აშშ-ში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო იმიჯისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება საქართველოს შიდა ბაზარზე. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად გზავნილებზე, რომლითაც ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებზე წარსდგება და რაც მას, როგორც ქართულ პროდუქტს, გამოარჩევს სხვა ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ღვინოებისგან.

ბიზნესფორუმზე დისკუსიები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქართული პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ქვეყნის პოტენციალი წარმოების სფეროების მიხედვით, სავაჭრო ურთიერთობები, სერვისებისა და პროდუქტების წარმოება საქართველოში, ხელის შემშლელი ფაქტორები მწარმოებლებისათვის, მთავრობის ინიციატივები ბიზნესის მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსები, საბანკო სექტორის როლი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სტიმულირების პროგრამები.

ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მეწარმეები, ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[sknews.ge]


16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

16.01.2017 NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა
ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგსა და შანხაიში [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა [R]
ოთარ დანელიამ 'ამბასადორიალი 2016' -ის მონაწილეებს აგრარულ დარგში მიღწეული შედეგები გააცნო [R]
რთველი 2016 -ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება  [R]