FM97.5 / LIVE

60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.12.2016
სოციალურ სამსახურში, იმისთვის რომ 60 წლის ქალი თავშესაფარში გადაიყვანონ, მისი ოჯახიდან ფორმა ასის მიღებას ელოდებიან;

60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ

სოციალური სამსახურების სააგენტოში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ 60 წლის ქალს, რომელზეც ოჯახში, სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ.

„სოციალურმა სამსახურმა რეგიონიდან მოთხოვნა გამოგვიგზავნა, რომ ეს ქალი თავშესაფარში გადავიყვანოთ. მაგრამ იმ დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა მოქალაქის თავშესაფარში გადასაყვანად, ფორმა ასი აკლია“, – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე.

მისი თქმით, სააგენტომ აღნიშნული დოკუმენტის გაგზავნა იმ ოჯახს სთხოვა, რომელშიც 60 წლის ქალი ამ დრომდე ცხოვრობს: სამწუხაროდ, ჯერ არ გამოუგზავნიათ. ეს ფორმა ასი უბნის ექიმს უნდა დააწერინონ. თუ ეს დროში გაიწელა, მაშინ ამ კუთხით გამგეობის ჩართვა მოგვიწევს“.

სოციალურ სამსახურში გვიხსნიან, რომ 60 წლის ქალს ფორმა ასის მიღების შემდეგ ისეთ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც მას საჭიროების შესაბამისად მიხედავენ: „ამ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამიტომ სპეციალური მომვლელი დასჭირდება“.

მას შემდეგ, რაც სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე ძალადობის საქმეში სოციალური სამსახური, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო, ხუთი თვე გავიდა. თუმცა, ამ დრომდე 60 წლის ქალი, ისევ იმ ოჯახში რჩება, რომლის წევრებსაც მეზობლები და სოფლის რწმუნებული ძალადობაში ამხელდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მის მონახულებას მომავალ კვირას გეგმავენ. სახალხო დამცველის აპარატიდან კი „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს ამ დრომდე ელოდება.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 21 ივლისს მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი გამუდმებით სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2019 26 მაისს ახალციხის ციხეში შესვლა უფასო იქნება

25.05.2019 ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა

25.05.2019 ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

25.05.2019 აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები,  სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
სოფელ სვირში, ქალი რომელზეც, სავარაუდოდ ძალადობდნენ, გარდაიცვალა