FM97.5 / LIVE

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.12.2016
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარია. ხოლო ბიუჯეტის ხარჯების ოდენობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარია, აქედან საბიუჯეტო სახსრები 10 338.3 მლნ ლარია, გრანტები – 154.5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტები – 922.7 მლნ ლარი.

პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 9, 489 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8, 820 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 669 მილიონი ლარი- არასაგადასახადო შემოსავლებზე.

წარმოდგენილი პროექტით,ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 253,8 მლნ ლარით იზრდება და 3 415.8 მლნ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29.9%).

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144,8 მლნ ლარით იზრდება და გათვალისწინებულია 1 116.2 მლნ ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 258.0 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 258.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 308,0 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 748.0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 585.0 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის - 118.0 მლნ ლარი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის - 139.1 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტროსათვის - 132.3 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 110.0 მლნ ლარი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის - 99.6 მლნ ლარი.

იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 62.0 მლნ ლარზე მეტი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 84.8 მლნ ლარამდე. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 136.8 მლნ ლარზე მეტი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35.7 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 82.3 მლნ ლარს შეადგენს.

17.0 მლნ ლარით არის გაზრდილი საერთო სასამართლოების დაფინანსება და შეადგენს 69,0 მლნ ლარს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი;

მთავრობის სარეზერვო ფონდი - 40 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს 65 მლნ ლარის გამოყოფას ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის. აღნიშნული სახსრები მოხმარდება იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აიღეს სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, არა უმეტეს 100.0 ათასი ლარისა.

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი

22.10.2018 ‘სოფელი დაიცლება’ – ზიკილიელები დაგეგმილი ელექტროგადამცემის მშენებლობაზე

22.10.2018 ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

22.10.2018 ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პარლამენტი დღეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს
ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]