უამინდობის გამო ნინოწმინდის ორ სკოლაში სწავლა შეჩერებულია

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 15.12.2016
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ორ საჯარო სკოლაში, უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როდის აღდგება, სამინისტროში დაკონკრეტება უჭირთ, რადგან სწავლის გაგრძელება ამინდზეა დამოკიდებული.

უამინდობის გამო ნინოწმინდის ორ სკოლაში სწავლა შეჩერებულია

ამ დროისთვის სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ნინოწმინდის სოფლების, კათნატუსა და ჟდანოვაკანის საჯარო სკოლებში. საქართველოს მასშტაბით კი სწავლა დროებით ექვს სკოლაშია შეჩერებული, ამბროლაურში, სოფელ პატარა ონის სკოლაში, ნინოწმინდის ორ სკოლაში და ასევე ხელვაჩურის სოფლებში - გორა, მახო, ზედა ახალშენი.

გარდა უამინდობისა, ზოგ სკოლაში სწავლა შეჩერებულია გაცდენების გამო. ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით წყდება. ასეთი, საქართველოს მასშტაბით, ხუთი სკოლაა: თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა და თიანეთის სამი სკოლა - სსიპ სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, ღულელების საჯარო სკოლა, სსიპ-ტუშურების საჯარო სკოლა.

ანუ, 14 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია ექვს სკოლაში, გაცდნების გამო კი ხუთ სკოლაში.

[sknews.ge]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

სკოლებში სწავლა 1–ლი თებერვლიდან განახლდება
სამცხე–ჯავახეთის 49 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
სასწავლო პროცესი სამცხე–ჯავახეთის 48 სკოლაში შეწყდა
სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი კიდევ 4 სკოლაში შეჩერდა
სამცხე–ჯავახეთის სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა სამი დღით შეწყდა
ნინოწმინდის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება