FM97.5 / LIVE

35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის ახალციხის თემში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.12.2016
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ახალციხის თემმა, ტენდერი 35 700 ლარზე გამოაცხადა.

35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში

თემი საახალწლო ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის 45 სოფელსა და ერთ ქალაქში–ვალეში გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინასაახალწლო პერიოდში, სოფლებში უნდა იარონ თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა და მათმა დამხმარეებმა და პატარებს საჩუქრები დაურიგონ. ეს აქცია სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

გარდა ამისა, თემი რამდენიმე დასახლების საახალწლო აქსესუარებით მორთვასაც გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

1. ქალაქ ვალეში ქუჩების, სკვერებისა და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვა;
2. სოფელ აწყურში ცენტრალური ქუჩის, კულტურის სახლის ეზოში ხეების და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვა;
3. სოფელ სხვილისში სკვერის, კულტურის სახლის ეზოში ხეების და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვა;
4. სოფელ წყალთბილაში პარკში, ცენტრში მდებარე ხეების და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვა;
5. სოფელ მინაძეში ადმინისტრაციული შენობის და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის საახალწლო აქსესუარებით მორთვა;
6. სოფელ აგარაში ცენტრალური ქუჩის (საბავშო ბაღის პირდაპირ) და მოსაცდელთან ხეების საახალწლო აქსესუარებით მორთვა;
7. სოფელ წნისში ცენტრალური ქუჩის სახლის ეზოში ხეების და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვა;

თვითმმართველმა თემმა, ახალციხის მუნიციპალიტეტმა, ტენდერი 13 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35,700 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველების წინადადებების მიღება ხვალ, 15 დეკემბერს იწყება და 19 დეკემბერს სრულდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ქუჩებს საახალწლო აქსესუარებით მორთავენ
ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]
რა თანხას ხარჯავს და რას გეგმავს რეგიონი საახალწლოდ
ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა