FM97.5 / LIVE

ბორჯომში საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა

მთავარისაზოგადოება 13.12.2016
ბორჯომსა და ბაკურიანში ახალი წლის ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერებულია. კომპანიამ, რომლსაც არასრული დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იჩივლა.

ბორჯომში საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა

ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებებისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი 27 ოქტომბერს, 91 200 ლარზე გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა: დავით გოდერძიშვილმა და ლაშა კვარაცხელიამ მიიღეს.

ყველაზე ნაკლები თანხა ვაჭრობის დროს 76 650 ლარი ინდ. მეწარმე ლაშა კვარაცხელიამ დაფიქსირა, თუმცა არასრული დოკუმენტაციის გამო სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ლაშა კვარაცხელიამ სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში იჩივლა. ამ ეტაპზე ელექტრონული ტენდერი შეჩერებულია აღნიშნული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, საბჭოს გადაწყვეტილებას დღეს, 13 დეკემბერს ელოდებიან.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიების ჩატარება უნდა უზრუნველყო, დაამონტაჟოს სცენა და მოიწვიოს მომღერლები.

ბორჯომში საახალწლო კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება, ბაკურიანში კი 22:00 საათზე. ფიფქია და თოვლის ბაბუა კონცეტრის დაწყებამდე სახალწლო გრილიანდებით მორთული ეტლით ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს დაურიგებენ. სასაჩუქრე პაკეტი 200 პატარაზეა გათვლილი.

კონცერტის მიმდინარეობისას რკინის კასრებში ცეცხლი აინთება. ალკოჰოლური და ცხელი სასმელების კომპანიები პროდუქციის რეკლამირებისა და რეალიზაციისთვის, სტუმრებს თავიანთ პროდუქციას შესთავაზებენ. საზეიმო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება
ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლოდ  ტენდერი  84 745 ლარზე გამოცხადდა
რა თანხას ხარჯავს და რას გეგმავს რეგიონი საახალწლოდ
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
რამდენი ლარი დაიხარჯება ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო სამზადისისთვის
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა