FM97.5 / LIVE

ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს ახლა მერიისგან ელოდება

მთავარისიახლე, სამართალი 12.12.2016
მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილს, ალტერნატიული ფართის გადაცემას ამჯერად ახალციხის მერია დაპირდა. თუმცა სად და რა მონაკვეთს მისცემს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის. სწორედ ამიტომ მაზმიშვილმა სასამართლოში ახალი სარჩელის შეტანა გადაიფიქრა.

ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს ახლა მერიისგან ელოდება

როგორც მოქალაქე, ელგუჯა მაზმიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, ახალციხის რაიონულ სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით და თამარაშვილზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე კუთვნილი ფართის მოთხოვნით აღარ მიმართავს.

მისი თქმით, ალტერნატიული ფართის გადაცემა ქალაქის მერიამ გადაწყვიტა და სავარაუდოდ, ფართს ახალციხის ტბის ტერიტორიაზე მიიღებს.
„მერიიდან დამირეკეს მივსულიყავი და ეს ამბავი გადაგვეწყვიტა, მითხრეს, რომ ტბის ტერიტორიაზე მომცემენ და ფართი მანახეს კიდეც, ახლა ველოდები ოფიციალურად როდის დამირეგისტრირებენ“, -ამბობს, ელგუჯა მაზმიშვილი.

ფართის გადაცემის შესახებ, მაზმიშვილისათვის მიცემული პირობა, მერიაშიც დაგვიდასტურეს. ქალაქის ახლად არჩეული მერი ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ მაზმიშვილს ქალქში ოთხი ალტერნატიული ფართი შესთავაზა შესარჩევად, თუმცა სად არ აკონკრეტებს.

„ოთხი ფართი შევთავაზე, სად?!! ეგ უკვე ჩემი საქმეა. აირჩიოს თვითონ რომელიც უნდა და გადავცემთ“, -ა მბობს ვლადიმერ ზედგინიძე.
კითხვაზე, რატომ გადაწყიდა მერიამ მაზმიშვილისათვის ალტერნატიული ფართის მიცემა, როდესაც შეთანხმების მიხედვით ეს, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გაეკეთებინა, ზედგინიძე გვპასუხობს, რომ ქონების მართვის სააგენტოც საქმის კურსშია: „მაგ თვალსაზრისით მთელი ქვეყანა ქონების მართვის სააგენტოსია, მაგრამ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც იქნება, ჩემთვისაც უნდა იყოს მისაღები, ამიტომ ერთად შევთანხმდით ამ საკითხზე“.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილისათვის ფართის გადაცემაზე ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ახალციხის მერია ჯერ კიდევ 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შეთანხმდნენ. თუმცა მოგვიანებით ქონებიის მართვის ეროვნულმა სააგენტომ, თამარაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირებული ფართის მიცემაზე უარი თქვა, იმ მოტივით, რომ ქალაქის მერიას იგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისათვის სჭირდებოდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ელგუჯა მაზმიშვილს დაპირებულ  მიწის ნაკვეთს არ აძლევენ
ერთწლიანი დავის შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილს  ფართს გადასცემენ
ელგუჯა მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო
კომპენსაცია ფართის ნაცვლად – მაზმიშვილის საქმე, ახალი დეტალები
ელგუჯა მაზმიშვილი მერიისგან მიღებულ ალტერნატიულ ფართს ვერ იფორმებს
მაზმიშვილს ფართი უკვე გამოუყეს, თუმცა საქმე მაინც ვერ დასრულდა
40 კვ.მ 19–ის ნაცვლად, – ელგუჯა მაზმიშვილს ალტერნატიული ფართი გადასცეს