FM97.5 / LIVE

არათანაბარი დანამატი პედაგოგების ხელფასზე

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.02.2013
2013 წელს საჯარო სკოლების მასწავლებლებმა პირველი გაზრდილი ხელფასი აიღეს, თუმცა, დანამატი ყველასთვის ერთნაირი არ ყოფილა და მან 70 ლარი ან ცოტა მეტი შეადგინა

არათანაბარი დანამატი პედაგოგების ხელფასზე
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ ხელფასზე დანამატმა 70 ლარი შეადგინა. ზოგ პედაგოგს, სტაჟისა და პროფესიული უნარების გათვალისწინებით, ხელფასი მეტად მოემატა. მაგისტრის ხარისხის მქონე მასწავლებლებისთვის ხელფასზე დანამატი 80-90 ლარი იყო. მასწავლებლების ხელფასები ბოლოს დაახლოებით 3 წლის წინ გაიზარდა.

თუ აქამდე მაგისტრის ხარისხის მქონე მასწავლებლის ხელფასი 326 ლარი იყო, ახლა ეს თანხა 413 ლარამდე გაიზარდა.

- „მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც განათლების დონის ამაღლებისკენ იქნება გადადგმული. ჩემი ხელფასი, ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 50 ლარით გაიზარდა“, – გვითხრა ერთ-ერთმა მათემატიკის მასწავლებელმა.

ხელფასის მომატებისთვის საჭიროა მასწავლებელმა დირექციას ქართულ ენაზე თარგმანილი და დამოწმებული დიპლომის ასლი მიაწოდოს. ეს საჭიროა მონაცემების შესაკრებად, რათა სისტემის გადაწყვეტილების თანახმად ხელფასები გაიზარდოს.

სხვადასხვა საგნების მასწავლებლები ჩივიან, რომ ხელფასები არათანაბრად ისაზღვრება და ზოგიერთი საგნის მასწავლებელი, საათების იგივე რაოდენობაზე და იგივე კვალიფიკაციით, მეტს იღებს, ვიდრე სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, მასწავლებლების მხრიდან ამ ფაქტის აღნიშვნა მუდმივად ხდება. მაგალითად, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის მასწავლებლები მეტ ხელფასს იღებენ.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ეს ფაქტი შემდეგნაირად განგვიმარტეს.

„დღეს მეტი ყურადღება ექცევა საგნებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ასე რომ ვთქვათ, ჩრდილში იყო მოქცეული. ეს მიმართულია განათლების ხარისხის ამაღლებისკენ“, – გვითხრა რესურსცენტრის დირექტორმა ნარცის კარაპეტიანმა.

სასწავლო წლის დასაწყისში სომხურენოვან სკოლებში 1–დან მე–6 კლასებამდე სწავლების ორენოვანი სისტემა დაინერგა. მასწავლებლებს, ვინც ამ სისტემით ასწავლის, ხელფასის მომატებას დაპირდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. და ახლაც ბილინგვურ სწავლებაში ჩართულ პედაგოგებს ისევე მოუმატეს ხელფასები, როგორც სხვებს. მასწავლებლები, რომლებიც ორენოვანი სისტემით ასწავლიან, იმდენ ქართულს არ ფლობენ, რომ ბავშვებს ორენოვანი სისტემით გათვალისწინებული მასალა სრულყოფილად ასწავლონ. ნარცის კარაპეტიანის თქმით, ჩვენს რაიონში არ არიან მასწავლებლები, რომლებიც ორენოვანი სისტემით სწავლებას შეძლებდნენ, ამიტომაც მათ ხელფასები არ მოემატათ.

ნარცის კარაპეტიანმა ასევე განაცხადა, რომ კადრების უკმარისობა არის არა მხოლოდ ორენოვანი სისტემის მასწავლებლებს, არამედ ბევრი სხვა საგნის პედაგოგებს შორისაც. ასეთი საგნებია, მაგალითად, მათემატიკა, ქართული ენა, გეოგრაფია, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია და სხვა.

[აღუნიკ აივაზიანი, ახაქალაქი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
აპრილის თვიდან პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასები ეზრდებათ