FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.12.2016
სახალხო დამცველმა 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელშიც საუბარია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე.

ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე

ანგარიშის მიხედვით, რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არაერთი სისტემური პრობლემა არსებობს, რომელთა დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე წელსაც არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები: "მათ შორის, ბარიერები რელიგიურ უმცირესობათა საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი".

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, ომბუდსმენის განცხადებით, დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ", – ვკითხულობთ ანგარიშში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ
ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს
გამკაცრებული სასჯელი
განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების პროექტი უმცირესობების ინტეგრაციისთვის