FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.12.2016
სახალხო დამცველმა2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელშიც რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორის, მდგომარეობაზე პენიტენციურ სისტემაში.

ომბუდსმენი: მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე პოზიტიური ცვლილება აღინიშნა, მათ შორის, პოზიტიური ცვლილებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მსგავსად, „C“ ჰეპატიტის სოფოსბუვირით მკურნალობა პენიტენციურ სისტემაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი; ასევე, პატიმართა დეესკალაციის ოთახში ერთჯერადად განთავსების ვადა 72 საათამდე შემცირდა. დიდი მიღწევაა საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესის დამტკიცება.

ანგარიშის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ, მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მხოლოდ ორი წინადადებით მიმართა და ორივე ფაქტი 1443 მუხლით დაკვალიფიცირდ, რაც დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს.

მიუხედავად აღნიშნულისა, ომბუდსმენის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით კვლავ არაერთი პრობლემა იკვეთება. მათ შორის, დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები, არადამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები, სამედიცინო პერსონალის მიერ გამოვლენისა და დოკუმენტირების ხარვეზები.

ანგარიშის მიხედვით, ისევ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი, თუმცა სახალხო დამცველის წინადადებების, ან თავად განმცხადებელთა მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების უმეტესობაზე პროკურატურას პოლიციის თანამშრომლები პრაქტიკულად არ დაუკავებია.

"პოზიტიური ტენდენციების მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში სულ უფრო იკლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების სიხშირე.

კვლავ იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევები. დღემდე არაა შესრულებული სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებასთან დაკავშირებით", – ვკითხულობთ ანგარიშში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას თხოვს
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი
სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა
არასამთავროები წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოს გასაჯაროებას კანონდარღვევად აფასებენ
ჟურნალისტის ცემის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება
სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება