ახალციხის კოლეჯში სწავლების გერმანული მოდელი დაინერგება

მთავარისიახლე, განათლება 10.12.2016
პროფესული კოლეჯები მოდულურ და დუალურ სწავლებაზე გადადიან. საპილოტე პროგრამა ახალციხის პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარშიც“ ხორციელდება.

ახალციხის  კოლეჯში სწავლების გერმანული მოდელი დაინერგება
რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიულ სასწავლებლებში გერმანული მოდელის დანერგვა, რა შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ მასწავლებლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე დღეს, 10 დეკემბერს ახალციხეში იმსჯელეს.

შეხვედრა „პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მოდულური სწავლების დროს, რომელიც უკვე ერთი წელია ხორციელდება რამდენიმე პროფესიულ კოლეჯში, სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების წერაში თავად დამსაქმებელია ჩართული.

„პროფესიული სტანდარტი როცა იქმნება, დამსაქმებელი კარნახობს თუ რა ცოდნა- უნარების ადამიანი სჭირდება მას“, -განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

„ეს ნიშნავს სტუდენტი თან სწავლობს და თან პარალელურად არის დასაქმებული კონკრეტულ კომპანიაში. ამ შემთხვევაში კომპანიები თუ სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართული,ახლა უკვე სწავლების პროცესშიც ერთვებიან. დამსაქმებელის ჩარულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა დუალურ სწავლებაზე ვსაუბრობთ“, - განმარტა თამარ მახარაშვილმა.

პროფესიული კოლეჯი „ოპიზარის“ დირექტორის ბელა ავალიშვილის განმარტებით, სწავლების ახალი მიდგომები სტუდენტის დასაქმების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„სტუდენტი თეორიულ სწავლებასთან ერთად ეუფლება პრაქტიკულ ნაწილსაც. პროგრამა მოდულების მიხედვით არის დაყოფილი. მაგალითად, მეცხოველეობის დარგში სტუდენტს შეუძლია ცხოველთა დაკვლის ან ხელოვნურად განაყოფიერების მოდულს დაეუფლოს.ეს ყველაფერი არის ორიენტირებული იმაზე, რომ სტუდენტმა უკეთესად აითვისოს და შეუხამოს ერთმანეთს პრაქტკიული და თეორიული ცოდნა“, -ამბობს ბელა ავალიშვილი.

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სწორედ პროფესიული განათლების რეფორმაა.

„ოპიზარში“ დუალური სწავლება მეცხოველეობის კუთხით მიმდინარეობს. უკვე ნანახია კომპანია რომელიც სწავლების პარალელურად, სტუდენტს დაასაქმებს. პილოტირების პროცესში სტუდენტის ანაზღაურებას საერთაშორისო ორგანიზაცია დაფარავს, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ ხელფასის გადახდას თავად დამსაქმებელი ურზუნველყოფს.

„სახელმწიფოს სჭირება ჩვენი აქტური მონაწილეობით,რაც შეიძლება მეტი კომპანია წამოვიდეს ურთიერთობაზე. გვაქვს გამოხმაურება და ვიცით, რომ მომავალ წელს უფრო მეტი მიმართულებით მოხდება დუალურ პროგრამაზე გადასვლა. ეს იქნება ძალიან კარგი სტუდენტისთვისაც და დამსაქმებლისთვისაც, რადგან დამსაქმებელი თვითონ გამოზრდის თავის მომავალ კადრს“, - განმარტავს თამარ მახარაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით სასაწვლებლებში 46 მოდულური პროგრამაა ჩაშვებული, ხოლო დუალურის 4 , რომლის პილოტირება 3 პროფესიულ სასწავლებელში მიმდინარებს, მათ შორისაა კოლეჯი „ოპიზარი“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხე პროფესიული სასწავლებლების კვირეულს შეუერთდა
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო პროგრამები იცვლება
რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა
პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ 390 აპლიკანტი დარეგისტრირდა