FM97.5 / LIVE

კვლევის შედეგი: ‘თესლით მოყვანილ ხახვს მეტი მოგება აქვს, ვიდრე ბოლქვით’

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.12.2016
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ფერმერებს ხახვის მოვლა–მოყვანისა და მისი მომგებიანობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს.

კვლევის შედეგი: ‘თესლით მოყვანილ ხახვს მეტი მოგება აქვს, ვიდრე ბოლქვით’


ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა სამცხე–ჯავახეთში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტმა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით განახორციელა. კვლევის პროცესში ჩართული იყვნენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.

„ჩვენ ვაწარმოეთ კვლევა, რომ გაგვეგო რთულია თუ არა ხახვის მოყვანა და მოვლა, რა მოცულობით იწარმოება სამცხე–ჯავახეთში და რამდენად მომგებანია ეკონომიკური თვალსაზრისით. გაირკვა, რომ თესლით მოყვანილ ხახვს უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე ბოლქვით“, – განაცხადა PMC –ის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა სალომე გელაშვილმა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენიგები სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან.

„სამივე პარტნიორი კომპანიის კომპონენტი იყო განაწილებული. თანამედროვე სასოფლო– სამეუნეო პრაქტიკების და მიდგომების დანერგვაზე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს აწარმოებდა GIPA, PMC კვლევითი ცენტრი კვლევის დაგეგმივის მეთოდოლოგიისა და ანალიზს ასწავლიდა, ხოლო CENN –ის დახმარებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგარადი გამოყენების მიმართულებით მიმდინარეობდა სწავლების პორცესი“, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან რუხაძემ.

„ეს ანალიზი ჩატარდა იმისათვის, რომ უნივერსიტეტს გავაცნოთ თანამედროვე კვლევითი მეთოდები. სწორედ მათი ჩართულობა იყო ამ კვლევის ძირითადი მიზანი, რომელიც იყო საპილოტე“, – განაცხადა მაია გრიგოლიამ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს უკვე შეუძლია ახალი თანამედროვე მეთოდებით კვლევა სხვადასხვა პროდუქტებზეც ჩაატაროს.
მსგავსი სახის კვლევა ჩატარდა აჭარისა და კახეთის უნივერსიტეტებშიც.

სამცხე–ჯავახეთის სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის გურამ ჯინჭველაძის თქმით, ხახვის კულტურაზე მსგავსი სახის კვლევა ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სწორედ მათი რეკომენდაციია იყო კვლევა ხახვზე ჩატარებულიყო.

„მეკარტოფილეობა წამყვანია, მაგრამ ამავე დროს ნაკვეთმონაცველობა სჭირდება ნიადაგს. შესაბამისად ხახვი არის ისეთი კულტურა, რომელიც მოგების მხრივ ძალიან ახლოს დგას კარტოფილთან და ზოგიერთ წელს აღემატება კიდეც. ეს კვლევა ემსახურებოდა იმას, რომ რეკომენდაციები გაუწიონ ფერმერებს“, – ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

პროექტი “თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით განხორციელდა.

კვლევის შედეგი: ‘თესლით მოყვანილ ხახვს მეტი მოგება აქვს, ვიდრე ბოლქვით’

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2018 ახალქალაქელმა კარინა ბაგარიანმა 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთი აგრარულ მიმართულებაში კვლევითი პრაქტიკის გაძლიერებაში ერთვება
ახალციხეში  ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაუქმდა
კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში [R]
თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის [R]
კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს
CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება
'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება