"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ტროტუარები, როგორც საფრთხე [Photo]

მთავარისაზოგადოება, ფოტოამბავი 09.12.2016
ახალციხის ქუჩებში, გაყინული ტროტუარების გამო, ფეხით მოსიარულეებს სიარული უჭირთ და მანქანის სავალ გზაზე დადიან, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. ტროტუარებზე ტექნიკური მარილის დაყრა კი მხოლოდ უამინდობიდან ერთი კვირის მერე დაიწყეს.

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

ბოლო ერთი კვირაა, ახალციხის უმეტეს ქუჩებში, ფეხით სავალი ადგილები ისეა გაყინული, რომ მოქალაქეებს სიარული უჭირთ.
განსაკუთრებით გაყინული ის მონაკვეთებია, სადაც ჩრდილია და თოვლი და ყინული დღითიდღე ემატება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამ პრბობლემაზე ‘სამხრეთის კარიბჭესთან“ არაერთმა მოქალაქემ დაიჩივლა.

„სამსახურის გამო, ყოველ დილა-საღამოს მიწევს ქალაქში სიარული. ერთი საათი მინდა, ვიდრე მივაღწევ, ნელ-ნელა დავდივარ, რომ არსად წავიქცე. იქნებ ყურადღება მიაქციონ ამ გზებს“, - გვეუბნება ადგილობრივი ზინაიდა კაროიანი.

ახალციხის მერიას ზამთარში გზების მოვლა–შენახვისთვის, 178 000 ლარი აქვს განსაზღვრული. ქალაქ ახალციხის ქუჩების თოლისგან გაწმენდვაზე პასუხისმგებელი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოცხეა“. კომპანია გზებზე ტექნიკურ მარილს თოვლის მოსვლისთანავე ყრის, თუმცა, ამ დრომდე არასდროს დაუყრიათ მარილი ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე. კომპანიაში ამბობენ, რომ პასუხისმგებელი მხოლოდ ქალაქის ტრანსპორტის სავალ გზებზე არიან და ტროტუარებზე ტექნიკური მარილის მოყრა, ან მათი ყინულისგან გასუფთავება, მათ ვალდებულება არ არის.

„შეგიძლიათ ხელშეკრულებაც ნახოთ, ჩვენ ტროტუარების მოვლა არ გვეველება, მხოლოდ სავალი გზები“, – ამბობს შპს „ოცხეს“ ხელმძღვანელ იური მელიქიძე.

ახალციხის მერიაში განგვიმარტეს, რომ ტროტუარების თოვლისგან გაწმენდა „კეთილმოწყობის სამსახურის“ ვალდებულებაა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გელვასი გელაძის თქმით, მერიამ ტექნიკური მარილი ამ სამსახურს ტროტუარებზე მოსაყრელად გუშინ მისცა: „გვეგონა მაღაზიები თავად გაწმენდნენ თავიან გზას და არ მოგვიყრია. გუშინ მივეცით „კეთილმოწყობის“ სამსახურს ტექნიკური მარილი და ყველა ტროტუარზე მოყრას დაიწყებენ“.

„კეთილმოწყობის“ სამსახურში ადასტურებენ, რომ ტროტუარებზე დასაყრელად ტექნიკური მარილი მიიღეს და სამუშაოები გუშინ საღამოსვე დაიწყეს.

„ზოგადად, ქუჩებზე მარილის მოყრა ჩვენ არ გვეხება, მაგრამ მერიამ გვთხოვა, მუშებიც მოგვაწოდა და გუშინ საღამოს ზოგ ქუჩაზე მოვაყარეთ“, - განაცხადა შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ლონდარიძემ.

მისივე განმარტებით, ტექნიკური მარილი იმ ქუჩების ტროტუარებზე დაიყარა, სადაც ყველაზე გაყინული გზა იყო.

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

ტროტუარები, როგორც საფრთხე  [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის შიდა ქუჩებზე ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს
უამინდობის გამო  ახალციხის გზებზე საცობებია [Photo]
ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”
გაყინულ ტროტუარებზე ტექნიკურ მარილს ყრიან [Photo]
ახალციხეში მოძრაობა არ შეფერხებულა
უამინდობა სამცხე–ჯავახეთში – რამდენად მზადაა რეგიონი
2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული