FM97.5 / LIVE

ახალციხეში სწრაფი კვების ობიექტები იშვიათად მოწმდება

მთავარისაზოგადოება 12.02.2013
ვინ ამოწმებს სურსათის უსაფრთხოებასა და სანიტარულ ნორმებს, ბოლო პერიოდში, ახალციხეში მომრავლებულ, სწრაფი კვების ობიექტებში.

ახალციხეში სწრაფი კვების ობიექტები იშვიათად მოწმდება
ბოლო ორი თვეა ახალციხის ცენტრალური ქუჩების მახლობლად, რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი და საშურმე ამოქმედდა. ობიექტის მფლობელები ამბობენ, რომ ყველა ის პირობა, რაც მსგავსი ობიექტის მუშაობისთვისაა საჭირო, დაცული აქვთ.

- ’საკვები პროდუქტი ყოველდღიურად განახლებადია და ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს’, - გვეუბნება ერთ-ერთი ობიექტის მფლობელი არზუმან თათევოსიანი.

საშაურმეს მფლობელი მალხაზ თავაძე ამბობს, რომ სანიტარულ ნორმებს იცავს, პროდუქტს ყოველდღიურად ანახლებს და შესაბამისად, არც უკმაყოფილო კლიენტები ჰყოლია და არც მოწამვლის შემთხვევები ჰქონია.

მოწამვლის ფაქტებზე არც მომხმარებლები საუბრობენ.

- ’თითქმის ყოველდღე ვსტუმრობ სწრაფი კვების ობიექტს, რადგან ვიცი, რომ აქ შეძენილი საკვები საღი პროდუქტებისგან მზადდება’, - გვეუბნება ნათია ქეშეშევი.

იგივეს ამბობს მარიამ კაპანაძე: ’მე და ჩემი მეგობრები კვირაში სამჯერ მაინც ვსტუმრობთ და არანაირი პრობლემა არ გვქონია’.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონული სამმართველოში გვიხსნიან, რომ მათი სამსახური ამ ეტაპზე ამოწმებს, რეგისტრირებული არიან თუ არა მსგავსი ობიექტები ბიზნეს ოპერატორებად. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის და პირობების შესაბამისად, ყველა ობიექტის მეპატრონე, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის\ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან დისტრიბუციასთან, ვალდებულია ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირდეს.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ვერიკო გულუა გვიხსნის, რომ ვინც არ დარეგისტრირდება, დაჯარიმდება. ახალციხეში ჯერ არავინ დაუჯარიმებიათ.

რაც შეეხება მსგავსი ობიექტების სანიტარულ შემოწმებას, ვერიკო გულუა გვიხსნის, რომ ახალციხეში სწრაფი კვების ობიექტების შემოწმებას პერმანენტული ხასიათი არ აქვს: ’ზოგადად, მსგავს დაწესებულებებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვამოწმებთ. მაგრამ, რეგიონებში ამას პერმანენტული ხასიათი არ აქვს. ამ ეტაპზე მზადდება ცვლილებები, რაც საშუალებას მოგვცემს მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტროლი სისტემატურად განხორციელდეს’.

გულუას თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ობიქტის მეპატრონეები, სურსათის მწარმოებლები და რეალიზატორები, არ იცავენ სანიტარულ ნორმებს, ამიტომ მათ წინააღმდეგ სხავადასხვა სახის ადმინისტრაციული ჯარიმები მოქმედებს, რომელიც კაკონში ცვლელებების შეტანის შემდეგ უფრო გამკაცრდება.

[ნინო გოგოლაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
სწრაფი კვების ობიექტები - სპეციალურად დღევანდელი დღისთვის
ბორჯომსა და ბაკურიანში 33 კვების ობიექტი დააჯარიმეს
შემოწმდება თუ არა საქონელი ბრუცელოზზე სოფელ ანში
კულინარული ნიჩაბი, რომლის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის
წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა