ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 08.12.2016
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, გოჩა ზეიკიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „მუხრანი აგრო“ დაათვალიერა.

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი [R]

აღნიშნული მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, 2015 წლის მარტში შეიქმნა.

საწარმო, რომელშიც 15 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 40 ტონა პომიდორს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

კომპანიის „მუხრანი აგრო“ საწარმოში ჯამურად 129,090 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 99,175 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 29,915 აშშ დოლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 2013 წლიდან 6 ახალი საწარმო გაიხსნა (სრული ინვესტიცია - 2,589,644 აშშ დოლარი, შეღავათიანი აგროკრედიტი - 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი - 592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილი - 648,469 აშშ დოლარი).

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნის, ასევე უკვე არსებულის გაფართოების მიზნით. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

[sknews.ge]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

22.02.2017 205 000 ლარი რეგიონული რაგბის კლუბისთვის

22.02.2017 ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე შეზღუდვა მოქმედებს

22.02.2017 ახალციხე დღეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები ISO 22000 ნერგავენ [R]
სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
შეღავათიანი აგროკრედიტით სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი საწარმო დაფინანსდა
წნისში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა