FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.12.2016
ქალაქ ახალციხეში ქუჩების და სკვერების საახალწლო აქსესუარებით მორთვისთვის და 31 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიების ჩასატარებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა

ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გუშინ, 7 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 დეკემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობების მიხედვით ახალციხის ქუჩებში, ცენტრალურ პარკში, სკვერებში, განათების ბოძებსა და ხეებზე საახალწლო აქსესუარები დამონტაჟდება.

საახალწლო ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ პარკში დაიდგმება, აქვე გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.

31 დეკემბერს, ცენტრალურ პარკში 14:00 დან-18:00 საათამდე პატარებისთვის მოეწყობა კოსტიუმირებული ღონისძიება მოხალისე მსახიობებთან ერთად. ახალციხის მერია 500 პატარას საჩუქრად ბურთებსა და ტკბილეულს გადასცემს.

23:00 საათზე კი საახალწლო კონცერტი დაიწყება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხე საახალწლო განათებებით ირთვება
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]
ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
რა იგეგმება 31 დეკემბერს ახალციხეში