"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ჩინეთის დელეგაციამ მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 07.12.2016
ლევან უჯმაჯურიძემ და ჩინეთის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერებმა მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს.

ჩინეთის დელეგაციამ მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერა [R]

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ჰუნანის პროვინციის სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე 7 დიდი და 25 პატარა ერთსივრციანი მზის სათბური აშენდა, სადაც ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გამოცდა მიმდინარეობს.

„ახალი ტექნოლოგიებით აშენებულ და აღჭურვილ სათბურებში ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები, ჩინელი ექსპერტების დახმარებით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, ასევე საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი ჩართულია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. საქართველოში აღნიშნულმა ჯგუფმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 300-მდე ფერმერისთვის 6 სასწავლო კურსი ჩაატარა.

[sknews.ge]


23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.03.2017 ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში

21.03.2017 'ჩემი საქართველო' – ვიქტორინა მეცხრეკლასელებისთვის

21.03.2017 აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს საგამოცდო სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.03.2017 დასრულდა ტრენინგები გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა დაცვის თემაზე

24.03.2017 ახალციხეში ქუჩებს რეცხავენ [Photo]

24.03.2017 დღეს ახალციხეში, კარდიოლოგი ვაჟა აგლაძე უფასო კონსულტაციებს ატარებს

24.03.2017 'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ტრენინგი სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის შესახებ [R]
თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოსა და ჩინეთს შორის [R]
თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის [R]
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)
ოთარ დანელია ჰოლანდიაში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო [R]
ინდოეთის დელეგაცია ჯიღაურას კვლევით ბაზას ეწვია [R]
ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება  [R]