FM97.5 / LIVE

ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ

მთავარისიახლე, განათლება 07.12.2016
სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სკოლის ეზოში ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერს აწყობენ, ეზოში ნარგავები უკვე დარგეს. ახალგაზრდებმა დასუფთავების აქციაც გამართეს.

ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ

ამ აქტივობებით, ბენარის საჯარო სკოლა, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოპოვებას ცდილობს. გარემოსდაცვითი აქტივობები სკოლის ეკო კლუბის, ‘ოცხეს’ წევრებმა განახორციელეს. ახალგაზრდებმა სკოლის ეზოში ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერის გაშენება დაიწყეს და ნარგავები დარგეს.

მათი შემდეგი აქტივობა მყარი ნარჩენებისგან გარემოს დასუფთავება იყო. ეკოკლუბის თხუთმეტამდე წევრმა ადიგენისა და აბასთუმნის გზაგასაყარი ნარჩენებისგან გაწმინდა.

ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსს ორგანიზაცია CENN, გარემოს დაცვის სამინისტროს პარტნიორობით ატარებს. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს სკოლებში შეიქმნა გუნდები, რომლებიც, პარტნიორ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ატარებენ დამოუკიდებელ მონიტორინგს და ახორციელებენ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს.

ახალგაზრდების აქტივობები სხვადასხვა ქულით ფასდება. ის გუნდები, რომლებიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ, რეგიონულ ტურში გადავლენ. ამ ტურში გუნდის ლიდერებმა წლის აქტივობების შესახებ პრეზენტაციები უნდა გამართონ.

ჟიური თითო რეგიონიდან სამ გამარჯვებულს შეარჩევს. ფინალური ტური 2017 წლის 21 მარტს, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ

ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა
ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
თაობა მაXიმუმი: გარემოს დამცველი მოსწავლეები ლელოვნის სკოლიდან[Video]
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის