FM97.5 / LIVE

მიწების დასარეგისტრირებლად ვადა გახანგრძლივდა

მთავარიეკონომიკა 12.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 9461 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწიდან, ამ დროისთვის, 5550 ჰექტარი უკვე აღრიცხულია. მუნიციპალიტეტში დამატებითი სიების შედგენა დაიწყო.

მიწების დასარეგისტრირებლად ვადა გახანგრძლივდა
სახნავ-სათესი ფართობის მფლობელებს, ვინც დარეგისტრირება ვერ მოასწრო, ვადა გაუხანგრძლივდათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სიების ელექტრონული ვერსია დასაზუსტებლად უკან გადმოაგზავნა. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები მიწის აღრიცხვას ამ დრომდე აწარმოებენ.

- ”ძალიან მცირე დრო გვქონდა მიწების რეგისტრაციისთვის. ვინც ვერ მოასწრო, აუცილებლად უნდა მიაკითხოს სოფლის რწმუნებულებს, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროდან რომ დამირეკავენ, დამატებითი სიები უკვე უნდა გადავაგზავნო. ამ თვის ბოლომდე უნდა მოხდეს ვაუჩერების დაბეჭვდა და სიების გადაცემა სააგენტოსთვის”, - ამბობს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კოორდინატორი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის სპეციალისტი ალექსი კოსტანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, მიწის მფლობელებისათვის სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას იწყებს.
მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, მათ, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელებისთვის 180 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს,
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

უკვე ცნობილია, რომ 0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა რთულია, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;

0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ნიადაგის ხვნა ხნულის დადისკვა/გაფხვიერება; სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარის ღირებულებით.

ხოლო ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები, მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

ახალციხისმუნიციპალიტეტის მასშტაბით სახნავი ფართობი 9461 ჰექტარს შედგენს, აქედან 6300 ჰექტარი საკუთრებაშია გადაცემული. სოფლის მეურნეობის სამსახურში ამბობენ, რომ დაახლოებით 5550 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე აღრიცხულია.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე 6300 ჰექტარიდან 3125-ი მოიხვნა. აქედან, 700 ჰექატრი უკვე დათესილია, 666-ზე ხორბალია დათესილი, ხოლო 4 ჰექტარზე, სოფელ წყრუთში, ნიორია დარგული.

შეგახსენებთ, ახალციხის მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი ფართობების აღრიცხვა იანვრის ბოლოს დაიწყო . პირველადი აღწერა 4 თებერვალს დასრულდა.



[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ბორჯომმა 2643 სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს

სტიქიით დაზარალებულები სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს მიიღებენ [R]