სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პერიოდში – TI-ს ანგარიში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 06.12.2016
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. მიუხედავად ამისა, მაინც დაფიქსირდა რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პერიოდში – TI-ს ანგარიში

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საარჩევნო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა.

ესენია:

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

► ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა 8 ოქტომბრის შემდეგ მეორე ტურამდე არსებულ პერიოდში, როდესაც დაფიქსირდა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების ათზე მეტი შემთხვევა. კერძოდ, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე. ასეთი განცხადებების სიხშირის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება;

► არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასრულეს გამოძიება წარმატებულად და ვერ მისცეს პასუხისგებაში ამ ჩანაწერების ავტორი ანდა გამავრცელებელი;

► აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით გამოყენების ყურადსაღები შემთხვევა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა;

► წინასაარჩევნოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხშირად კეთდებოდა განცხადებები მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო კანდიდატებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

► ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ჩვენი აზრით, არასამართლიანი ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კუთხით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი, ცესკოს ორი დადგენილება და ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

► აღსანიშნავია მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზება, რასაც, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი;

►ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით;

► არჩევნების როგორც პირველი ისე მეორე ტურის წინ განსაკუთრებით გახშირდა სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

► საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც ცალსახად დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნები;

► რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ანუ სიტუაციას, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება ხდება, რომლებიც ძირითადად ამომრჩევლის გულის მოსაგებად არის გამიზნული, აღსანიშნავი იყო ცენტრალური ხელისუფლების ორი ინიციატივა: ა) პენსიების მატება პირველი ივლისიდან და ბ) მაღალმთიანი დასახლებებისთვის პირველ სექტემბერს ამოქმედებული შეღავათები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მსგავსი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება აღარ დაფიქსირებულა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდი 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს მოიცავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საანგარიშში მოხვდა ფაქტები სამცხე–ჯავახეთშიდან, რაზეც ვრცლად მომდევნო მასალაში მოგვიყვებით. თვალი ადევნეთ ვებგვერდს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

როგორ აფასებენ NGO-ები 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოს
„მრავალეროვანი საქართველოს“ წინასაარჩევნო მონიტორინგის პრეზენტაცია

არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
 წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიში
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა