სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 11 თვის მონაცემები [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 05.12.2016
2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 11 თვის მონაცემები [R]

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი - 1 521 802 ბოთლი, თებერვალი - 3 009 754, მარტი - 2 877 640, აპრილი - 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი - 4 327 983, ივლისი -3 766 752, აგვისტო - 3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი - 5 264 684 და ნოემბერი - 6 665 311 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი), უკრაინა - 73% (5 179 454), ბელარუსი - 62% (1 060 806), რუსეთი - 48% (24 914 877), პოლონეთი - 47% (2 123 500), ესტონეთი - 37% (588 450), კანადა 30% (198 456), აშშ - 27% (294 382), დიდი ბრიტანეთი -25% (87 428), ლატვია 15% (1 139 706), იაპონია - 14% (144 126), ყირგიზეთი - 9% (202 666), გერმანია - 4% (270 176),და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500).

ამასთან, განვლილ 11 თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 31% შეადგინა.

[sknews.ge]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 9 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 4 თვის მონაცემები (R)
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის იანვრის მონაცემები