FM97.5 / LIVE

‘წლის საუკეთესო’ – ორი ნომინანტი სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.12.2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე „წლის საკეთესო“, სხვადასხვა ნომინაციაში, სამცხე–ჯავახეთიდან ორი ადამიანია წარდგენილი – აბასთუმნელი ბუნებისდამცველი როლანდ სიგუა და ახალციხელი გამომგონებელი კარლო ხუციშვილი.

‘წლის საუკეთესო’ – ორი ნომინანტი სამცხე–ჯავახეთიდან

როლანდ სიგუა წარდგენილია ნომინაცაში ‘წლის ყველაზე საუკეთესო მოვლენა ეკოლოგიაში’.

ობსერვატორიაში მცხოვრები როლანდ სიგუა რვა წელია საკუთარ ბოსტანში, ენდემური ფიჭვის ტოტებს აფესვიანებს, შემდეგ კი ამ ძირებს ტყეში, მეჩხერ ადგილებში რგავს. ეს მცენარის ის ჯიშებია, რომლის გამოც კურორტი აბასთუმანი გამოირჩევა და სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალად ითვლება. როლანდ სიგუა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია.

ახალციხელი გამომგონებელი კარლო ხუციშვილი წლის საუკეთესოს წოდების მიღებას ცდილობს ნომინაციაში ‘წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში’.

‘ნასაში’ მოგზაურობის შემდეგ, ახალციხელმა გამომგონებლმა შექმნა მოწყობილობა, რომლითაც ნაღმის გაუვნებელყოფაა შესაძლებელი. დრონი, სახელწოდებით Life saver, Ipad-ის საშუალებით იმართება და მას სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს. ასევე, ეტლით მოსარგებლეებისთვის კარლო ხუციშვილმა შექმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლის განხორციელებითაც ეტლით მოსარგებლეების მთავარი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელი გახდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსი, სახელწოდებით "წლის საუკეთესო“ პირველ დეკემბერს დაიწყო. 12 ნომინაციაში 36 კანდიდატია წარდგენილი (თითო ნომინაციაში სამი ნომინანტი). 2016 წლის მოვლენა, ადამიანი და ინსტიტუცია, რომელიც თავისი მნიშვნელობით, საქმიანობით და შედეგით „წლის საუკეთესოს“ ჯილდოს იმსახურებს, მოქალაქეებმა უნდა გამოავლინონ.

როგორც როლანდ სიგუას, ასევე, კარგლო ხუციშვილს, ორ–ორი კონკურენტი ჰყავთ. მათ გამარჯვებისთვის ხმები სჭირდებათ, – ასეთია საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსის პრინციპი. ხმის მიცემა 1 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ხმის მიცემა ელექტრონულად, ამ ბმულიდან შეიძლება.

[sknews.ge]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა

20.05.2019 სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

20.05.2019 NDI: არაქართულენოვან არხებს ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად უმცირესობები იყენებენ

20.05.2019 NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად აფასებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა
ნომინაციაში „რუსთველოლოგია“გამარჯვებული გამოვლინდა
‘გამოგონება  პრობლემების საპასუხოდ ჩნდება’–კარლო ხუციშვილის მარტივი და რთული ქმნილებები
ვინ გახდა კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული
ყველის ფესტივალის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
'სამხრეთის კარიბჭეს' სტატიამ ქარტიის პრიზი მიიღო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა