FM97.5 / LIVE

ქალაქის შემოსასვლელში ნაგავსაყრელს ცეცხლი უკიდია

მთავარისაზოგადოება 11.02.2013
ახალციხეში, ხელოვნურ ტბასთან, ნარჩენების გროვას ცეცხლი უკიდია. უცნობმა პირმა ცეცხლი ნაგავს განადგურების მიზნით მოუკიდა.

ქალაქის შემოსასვლელში ნაგავსაყრელს ცეცხლი უკიდია
ქალაქი შემოსასვლელი კვამლშია გახვეული. რამდენიმე წუთის წინ აქ ხანძარი 9 აპრილზე მცხოვრებმა პირმა ნაგვის განადგურების მიზნით გააჩაღა.

- ”ცუდად ყრია ნაგავი, სუნიც გვაწუხებს, ყველა აქ მოდის და ყრის ნარჩენებს. ამიტომ მოვედი და ცეცხლი წავუკიდე”, - გვითხრა მან.

სასტუმრო ”რიოს” მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელად მას შემდეგ იქცა, რაც მშენებლობების ბუმი დაიწყო.

ტერიტორია, სადაც ნაგავი გროვდება, მუნიციპალური საკუთრებაა. როგორც გასული წლის ბოლოს ”სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუმარტეს, მოქალაქეები ნარჩენებს თვითნებურად ყრიან.

- ”გვინდოდა მაგ ტერიტორიისთვის ლენტი შემოგვერტყა, რომ ნარჩენები აღარ შეეტანათ, ვგეგმავდით პატრულისთვისაც მიგვემართა, მაგრამ შემდეგ სხვა პრობლემები გამოჩნდა და ეს საკითხი ყურადღების მიღმა დაგვრჩა”, - გვითხრა მაშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი გიქოშვილმა. მას შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება შეიცვალა, პრობლემა კი უცვლელი დარჩა.

ხანძრის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ”სამხრეთის კარიბჭემ” შეატყობინა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამგებელმა ბესიკ ხითარიშვილმა გვითხრა, რომ ამ წუთებში ადგილზე სახანძრო მანქანა გაიგზავნა: ”რაც შეეხება მანდ ნარჩენებთან დაკავშირებულ პრობლემას, ეგ გამგეობის პრეროგატივა არაა”.

”სამხრეთის კარიბჭე” ნარჩენების ცეცხლით განადგურების მცდელობაზე გასულ წლებშიც წერდა, როგორც მაშინ სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლავითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ექიმ- ჰიგიენისტმა მანანა გრძელიშვილმა განგვიცხადა, ნარჩენების დაწვა ჰაერს სხვადასხვა ორგანული ნივთიერებებით აბინძურებს: “წარმოიქმნება ისეთი მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი, როგორიცაა დიოქსინი. ის მეტად მოძრავია და დიდ მანძილზე გადაადგილდება. ამდენად, ატმოსფერული ჰაერიდან შეიძლება დაბინძურდეს წყალი, ნიადაგი, საკვები პროდუქტები”.

დიოქსინი ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა კვებითი ჯაჭვით მოხვდეს და განვითარდეს დიოქსინური ინტოქსიკაცია. გრძელიშვილის განმარტებით,
ამ შხამის საშიშროება იმაშია, რომ იგი ცხიმში ხსნადია. გროვდება ნერვულ ქსოვილში, ღვიძლში და იწვევს მთელ რიგ პათოლოგიებს: “დიოქსინი ცნობილი კანცეროგენების რიცხვშია შესული და არა ერთი კვლევის შედეგად დადსტურდა, რომ იწვევს სიმსივნეს, ასევე მოქმედებს ემბრიონზე, ბავშვი იბადება თანდაყოლილი მანკით და სხვადასხვა სიმახინჯეებით. იწვევს მკვდარ შობადობასაც. იგი ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება და ძნელია მისგან განკურნება”.

ქალაქის შემოსასვლელში ნაგავსაყრელს ცეცხლი უკიდია

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალაქის შემოსასვლელი ნაგავსაყრელად იქცა
ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან
ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში, ’ხუთსართულიანებში’, ბავშვებს სათამაშო ეზო ნაგავსაყრელად უქციეს


ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა
ბორჯომში ტყე იწვის