სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ლევან დავითაშვილი არაბული ქვეყნების დელეგაციას შეხვდა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 02.12.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის, მათ შორის, კატარის სახელმწიფო კომპანიის „HASSAD FOOD“, წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილი არაბული ქვეყნების დელეგაციას შეხვდა  [R]

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების განხორციელების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, საქართველოდან ცხვრის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ცხვრის ხორცის, წყლის, მშრალი ხილისა და თაფლის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს.

„საქართველოსა და გალფის ქვეყნებს (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს და, შესაბამისად, გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის „ალ მავაში“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული კომპანია საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხვრის ექსპორტითაა დაინტერესებული. მისივე განცხადებით, დელეგაციის წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სასაკლაოზე არსებული ვითარება, საკარანტინო ზონა და ბიოუსაფრთხოების პუნქტები დაათვალიერეს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სტანდარტებს.

„მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების განხორციელების საკითხებზე ვიმსჯელეთ. HASSAD FOOD კატარის სახელმწიფო კომპანიაა. ჩვენ ვგეგმავთ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კატარის სახელმწიფოში. ვაპირებთ, შევქმნათ ე.წ ჰაბები, გამანაწილებელი პუნქტები, რომ შემდეგ ეტაპზე ქართული პროდუქცია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებშიც გავიდეს“, - განაცხადა კომპანიის „HASSAD FOOD“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორმა იუსუფ ჰეგაზემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ესწრებოდა.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.11.2017 კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

23.11.2017 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

22.11.2017 ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოსა და ჩინეთს შორის [R]
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა [R]
ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის  ელჩს შეხვდა [R]
ნოდარ კერესელიძემ რიგაში ქართულ სტენდთან ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა [R]

DTRA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]