სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მოხეს სადავო შენობას ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.12.2016
მოხეს სადავო შენობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცემა და მას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სავარაუდო სახელწოდებით -„სადავო საკულტო ნაგებობა“. მუსლიმ მრევლს კი მოხეში ახალი მეჩეთის ასაშენებლად ადგილს შესთავაზებენ;

მოხეს სადავო შენობას  ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება

ამის შესახებ გადაწყვეტილება ე.წ. მოხეს კომისიამ მიიღო, რომელიც დღეს 1 დეკემბერს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებს კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ გააცნო.

„კომიას იმსჯელა წინა სხდომაზე შემოთავაზებული შემოთავაზებების შესახებ და დაადგინა, რომ პირველი: მუსლიმი თემისთავის შეთავაზებული იქნება რამდენიმე ადგილი სოფელ მოხეს ცენტრში ახალი მეჩთის მშენებლობისათვის, რითაც მოიხსნება ლოცვის პრობლემა, ვინაიდან, მუსლიმმა თემმა უარი განაცხადა ძველი სალოცავი სახლის გამოსყიდვაზე, სახელმწიფოს მხრიდან და შემდგომ მუსლიმთა სამმართველოს გადაცემაზე.

მეორე: ახალი მეჩეთისათვის ადგილის შერჩევისა და მუსლიმთა სამმართველოსათვის ადგილის გადაცემის შემდეგ, ე.წ. მოხეს შენობას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სავარაუდო სახელწოდებით „სადავო საკულტო ნაგებობა“.
შესაბამისი პროცედურების დაცვით შენობა ამოირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსიდან და გადავა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგნტოს ბალანსზე.

ძეგლთა დაცვის სააგენტო მოამზადებს და კომისიას წარუდგენს მერე უკვე ძეგლის სტატუსის მინიჭებული სადავო საკულტო ნაგებობის სამომავლო მოვლა–შენახვის პროექტს და შემდგომ კომისიას გააცნობს“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
ლოცვა მოხეს სადავო შენობაში [Photo]
TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
კვირის აქცენტი: 'მოხეს კომისიის' სადავო გადაწყვეტილება [Video]