"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.12.2016
ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ, მერის ყოფილი მოადგილე, ზაზა გელაძე და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნაირა სამსონიძე, რომლებიც ახალი მერის არჩევის გამო კადრების განყოფილებაში იყვნენ გადაყვანილი, ამ პოზიციებზე აღარ დანიშნა.

ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

როგორც ახალციხის მერი, ვლადიმერ ზედგინიძე განმარტავს, ორივე თანამშრომელი კანონის საფუძველზე გათავისუფლდა:"მე უბრალოდ აღარ დავნიშნე".

ვინ დაინიშნება ამ პოზიციებზე, ჰყავს თუ არა მერს უკვე შერჩეული კადრები, ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება კითხვას, გაგრძელდება თუ არა საკადრო ცვილილებები მერიაში და მიიღო თუ არა მერმა გადაწყვეტილებები დანარჩენ თანამშრომლებზე, ვლადიმერ ზედგინიძე ამბობს, რომ ნაწილზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ნაწილზე კი არა, თუმცა, ჯერ დეტალებს არ აკონკრეტებს.

ამ დროისთვის "სამხრეთის კარიბჭემ" ვერ შეძლო გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირება. ზაზა გელაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ნაირა სამსონიძემ კი განაცხდა, რომ თბილისშია და ტელეფონი გაგვითიშა.

ზაზა გელაძე ახალციხის მერის მოადგილედ, 2014 წლის ივლისში, მაშინდელმა მერმა, გიორგი კოპაძემ დანიშნა.

იმავე პერიოდში, ნაირა სამსონიძე, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2014 წლის 1 ნოემბერს, შტატების შემცირების გამო, ნაირა სამსონიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსონიძე მერიაში 2015 წლის 5 იანვარს დაბრუნდა. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგად, ნაირა სამსონიძე მერის წარმომადგენელად დაინიშნა, მოგვიანებით კი ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ახალციხის მერიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა მერმა, გიორგი კოპაძემ საპარლამენტო არჩევნებში, "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატად იყარა კენჭი. ამის გამო, ახალციხეში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და ახალციხის მერი ამავე პარტიის წევრი ვლადიმერ ზედგინიძე გახდა. ახალციხის მერი მუშაობს 18 ნოემბრიდან შეუდგა. ამ დღეს მან მხოლოდ ვიცე–მერის, ილია ზარდიაშვილის ვინაობა გაამჟღავნა

საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის 59–ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირის შეცვლის შემდეგ, მის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს უფლებამოსილება უწყდებათ. კანონი ვადას, რა პერიოდში უნდა დანიშნოს მერმა სამსახურების უფროსები და მოადგილეები, არ არეგულირებს. ამ დრომდე მერიაში ვაკანტური ათი პოზიციაა – ცხრა სამსახურის უფროსის და ერთი მოადგილის.

[sknews.ge]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის [გზამკვლევი]

28.03.2017 სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა

28.03.2017 ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

28.03.2017 ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა
მერია ცვლილებების მოლოდინში – ვაკანტური ათი პოზიციაა
საკადრო ცვლილებები ახალციხეში
რის მიხედვით შეარჩევს ახალციხის ახალი მერი კადრებს
გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი
შეცვლილი საკონკურსო კომისია და შვიდი ვაკანსია მერიაში