FM97.5 / LIVE

გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, 2016 წელს გაწეული საქმიანობის, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და 2017 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ იმსჯელეს.

გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები, ქალაქ ახალციხის მერი, საკრებულოების თავმჯდომარეებიდა ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, გუბერნიაში შედგა.

მხარის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მან გამგებლებს და ქალაქის მერს პროექტების მიმდინარეობისა და ჩაბარების დროს მაქსიმალური კონტროლის და ზედამხედველობის, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება, მათი უმეტესობა ამ დროისთვის უკვე დასრულებული ან დასრულების პროცესშია, თუმცა იქნება რამდენიმე გარდამავალი პროექტიც.

მიმდინარე წელს მხარის მასშტაბით რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 46 372 770 ლარის ღირებულების 755 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2017 წელს დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს.

„მათ მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები. სამოქმედო გეგმაში შესატან პროექტებს განიხილავენ საკრებულოები, რის შემდეგაც საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მოხდება გეგმის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება“, – აცხადებენ გუბერნიაში.

გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

[sknews.ge]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა
სამხარეო ადმინისტრაციაში დასუფთვებასა და  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს