პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება

მთავარისიახლე, განათლება 30.11.2016
პირველი საჯარო სკოლის მშენებელ ფირმას „ინტერ პლიუსს“ დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჯარიმებს აკისრებს;

პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება

დღეს, 30 ნოემბერს „ინტერ პლიუსს“, რომელიც ახალციხის პირველ საჯარო სკოლას არემონტებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა მეორედ ამოეწურა.

როგორც დამკვეთის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი ამბობს, კონტრაქტორს პირველი დეკემბრიდან ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრება: „ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდებათ და პარალელურ რეჟიმში ამოქმედდება ჯარიმა, თუ აღარ გაუგრძელდებათ ხელშეკრულება და ჯარიმა ისე დაეკისრებათ, ეს არ ვიცი“.

მისი თქმით, როცა „ინტერ პლიუსი“ კონტრაქტზე ხელს აწერდა, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების შესახებ იცოდა: „თუ რაიმე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებს გაცდება, სანქციები რომ ამოქმედდება, ამის შესახებ, ბუნებრივია, ინფრომირებული არიან. ეს მათი ინფორმირებული არჩევანია. ამაში ჩაერთვებიან ჩვენი იურისტები, დონორი და ა.შ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებს.

მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებს ბრალს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება
პირველი სკოლის მშენებელი ფირმა ‘რემონტის’ გაჭიანურებას დამკვეთს  აბრალებს
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება