სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.11.2016
ახალციხეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე კორპუსის მშენებლობა, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდეს.

შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, 108–ბინიანი კორპუსის მშენებელი ფირმა „ზიმო“ დამკვეთისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დავალიანების დაფარვას მეორე წელია ელოდება.

როგორც კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების ხელმძღვანელი ბეჟან ბოჭორიშვილი ამბობს, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავალიანების ნაწილი დაფარა: „ზუსტად არ ვიცი რა ნაწილი გადმორიცხა, თუმცა 20 ათას დოლარამდე დავალიანება ჯერ კიდევ რჩება“.

მისი თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ სამინისტროს მშენებარე კორპუსში ერთი ბინა გასაყიდი დარჩა.

ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ სამინისტრო დავალიანებას ახალ წლამდე დაფარავს, თუმცა გაზაფხულამდე აქ სამუშაოების დასრულება ძლიერი ყინვის გამო შეუძლებელი იქნება: „ყინვაში რომ გააკეთო გაფუჭდება და მაინც ხელმეორედ გასაკეთებელი იქნება“.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარდა ახალციხეში მშენებარე კორპუსისა, სხვა დავალიანებებიც აქვს დასაფარი: „მაგალითად, ანაკლიაში 600 000 ლარი დარჩათ გადასახდელი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სამხრეთის კარიბჭემ“ აღნიშნული დავალიანების შესახებ 2016 წლის 18 მარტს წერილობით მიმართა. თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში 31 მაისს გვითხრეს, რომ „ეს კითხვები გადაგზავნილია ეკონომიკურ დეპარტამენტში და პასუხი ჯერ მიღებული არ ჰქონდათ“.

ამჯერად შსს–ს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროდან კანცელარიაში გადაგვამისამართეს, თუმცა აქ „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ უაპასუხეს.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის. შენობა, რომელსაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მათივე უწყებების თანამშრომლებისთვის აშენებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად 2014 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო.



[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას  მომავალი კვირიდან დავიწყებთ“
„შსს–ს ტყვეობაში ვართ“ – წერილი „სამხრეთის კარიბჭეს“
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
ორწლიანი ლოდინი – რატომ ვერ დასრულდა 9 აპრილზე კორპუსის მშენებლობა