FM97.5 / LIVE

“კანონი ახალგაზრდების გულის მოსაგებად”

მთავარიპოლიტიკა 02.04.2012
შესაძლოა პარლამენტართა ასაკი 21 წლამდე დაიწიოს; რის მიხედვით უნდა ირჩევდნენ დეპუტატს და ვის ანდობენ ქვეყნის ბედს ახალციხელები

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დეპუტატად მოქალაქის არჩევა 25 წლის ნაცვლად 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. პარლამენტართა ასაკი კონსტიტუციითაა განსაზღვრული და ცვლილება ჯერ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. აღნიშნული ცვლილების კონსტიტუციაში შეტანის ინიციატივით კი მმართველი პარტია გამოვიდა და მას 80 დეპუტატი აწერს ხელს.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი შორენა მახათაძე 22 წლისაა და ამბობს, რომ მისი თანატოლები პარლამენტში ძნელი წარმოსადგენია: “ამ ასაკაში საიმისოდ ჩამოყალიბებულები, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ ქალაქს წარმოვადგენდეთ, არ ვართ. 21 წლის დეპუტატს ხმას არასდროს მივცემ. ალბათ ამას მმართველი პარტია ახალგაზრდების გულის მოსაგებად აკეთებს”.

ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანისა და ადვოკატის რევაზ კაჭკაჭიშვილის თქმით, დღეს მთავრობაში წარმოდგენილი პირების ასაკმა, გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად დაიწია, პერსპექტიული ახალგაზრდები არიან და წარმატებითაც ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას: “ვისაც აქვს კარიერისაკენ მისწრაფება, თავის თავში პოულობს ენერგიას, რომ წარმატებით დაძლიოს ბარიერები. მაგრამ ზღვარის დაწევა 21 წლამდე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”.

კაჭკაჭიშვილი კანონში ცვლილების შეტანის მომხრე იქნება, ინიციატივა ასაკის დაწევას 23 წლამდე რომ გულისხმობდეს: “21 წელი ეს არის ასაკი, როცა ადამიანი პიროვნულ ჩამოყალიბებას ასრულებს. დიდი სხვაობაა ამ თვალსაზრისით ბაკალავრიატ დამთავრებულსა და მაგისტრატურა დამთავრებულ სტუდენტებს შორის. ამდენად ამ პერიოდში 2 წელს დიდი მნიშვნელობა აქვს”.

სტუდენტები უნივერსიტეტში ისეთ საგნებს გადიან, როგორიცაა სახელმწიფო მოწყობა და ატრიბუტები, მუნიციპალური სამართლის საკითხები, საერთაშორისო სამართალი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ამ მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეულ ცოდნას ღებულობენ, კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ მოზარდები ამ ასაკში პარლამენტში შესასვლელად მზად არ არიან: “თუ გვინდა პარლამენტარი იყოს მხოლოდ სხვისი აზრის ხელის ამწევი ან დამწევი, ეს ვერ მოგვიტანს კარგ შედეგებს”.

- “არ მინდა, რომ პარლამენტი დაემგვანოს კომკავშირულ ორგანოს. ამ ასაკის დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში მოსვლის შემთხვევაში, ეს უფრო იქნება განმკარგულებლისა და შემსრულებლის და არა, აზროვნებისა და დამოუკიდებელი, ინდივიდუალური საქმიანობის ინსტიტუტი”, - აცხადებს ასოციაცია “ტოლერანტის” მენეჯერი გოჩა ნათენაძე, რომელიც 1995-1999 წლებში ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

მისი თქმით, პროპორციული სიით არჩევის შემთხვევაში, შეიძლება ბიოგრაფიის არმქონე პირებიც კი მოხვდნენ პარლამენტში, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევას, ასაკიდან გამომდინარე მოსახლეობის არჩევანი დამოკიდებული მხოლოდ მის პიარზე იქნება: “პიარი ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განაცხადო, თუ რისთვის მოდიხარ პარლამენტში. მაგრამ ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს პიროვნების წარსულიც, კანდიდატის გეგმები უნდა შეფასდეს მისი წარსულით, 21 წლის ადამიანს რა წარსული, ან რა გამოცდილება უნდა ჰქონდეს?!”

ნათენაძის ვარაუდით, მმართველ პარტიას ჰგონია, რომ ამით ქულებს დაიწერს: “21 წლის ასაკი არის ხვნა-თესვის პერიოდი, მოსავლის მიღების ხანა უფრო მოგვიანებით იწყება. საქმიანი უნარჩვევები, მხოლოდ კითხვითა და სწავლით არ მოდის, ამას ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება”.

გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას, ფსიქოლოგი გულიკო ბექაურიც საუბრობს: “ამ თეორიას გვერდს ვერავინ აუვლის. რომელი წამყვანი უნივერსიტეტიც არ უნდა ჰქონდეს დამთავრებული, ის არ იქნება ჯერ ისე ჩამოყალიბებული, რომ ქვეყნის მართვა შეეძლოს”.

ბექაური 21 წლის დეპუტატს ხმას არასდროს მისცემს და ამბობს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანოში ამ ასაკის ადამიანები მოხვდებიან, მაშინ პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობა საგრძნობლად შემცირდება: “არანაირი გაჭირვება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, საიმისოდ რომ ამ ზღვარმა დაიწიოს, საქართველოში ჭკვიანი ადამიანების საკმაოდ დიდი პოტენციალია”.

ისევე როგორც ნათენაძე, ბექაურიც ფიქრობს, რომ ამ ასაკის ადამიანები პარლამენტში, მხოლოდ პროპორციული სიით თუ შეძლებენ მოხვედრას.

პარლამენტში ახლაგაზრდების მოსვლას მიესალმება “ახალი მემარჯვენეების” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გოგოლაძე: “ახლანდელი ახალგაზრდები ისეთი განათლებულები არიან, რომ არ გაუჭირდებთ თავი გაართვან დაკისრებულ მოვალეობას”.

იგივეს აცხადებს ახალციხის მუნიციპალტეტის გამგებელი გელა დემეტრაძეც: “თუUამომრჩეველი ხმას მისცემს ახალგაზრდა დეპუტატობის კანდიდატს, ე.ი. ეს ადამიანი პარლამენტში შესვლის ღირსი იქნება”.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არაა ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ სხირტლაძე: “ახლა დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა, არ მიფიქრია ამაზე”.

კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების შეტანა ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ კი ცვლილების შეტანა შესაძლებელი საარჩევნო კოდექსშიც გახდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ორი ცვლილება კონსტიტუციაში
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის
NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
ახალციხე თვითმმართველი ქალაქი აღარ იქნება – პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი
საჯარო სამსახურებში მისაღები ზღვრული ასაკი უქმდება
‘ახალი საქართველო’ საპენსიო ასაკის გასათანაბრებლად საკონსტიტუციოს მიმართავს
კოპაძესა და მკოიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ