FM97.5 / LIVE

გათავისუფლების ნაცვლად სასტიკი საყვედური – ტოლოშის სკოლაში დაპირისპირება გრძელდება

მთავარისიახლე, განათლება 28.11.2016
შეურაცხმყოფელი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, ტოლოშის სკოლის პედაგოგს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. პედკოლექტივის გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო რესურსცენტრი არ ეთანხმება. შესაძლოა საქმე სასამართლომდე მივიდეს.

გათავისუფლების ნაცვლად სასტიკი საყვედური – ტოლოშის სკოლაში დაპირისპირება გრძელდება
მას შემდეგ, რაც ტოლოშის საჯარო სკოლაში დირექტორის მხრიდან შეურაცხმყოფელი შინაარსის ცნობაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ 13 ოქტომბერს სტატია გამოაქვეყნა, სკოლაში დირექტორის მზია ზედგინიძის ინიციატივით პედაგოგები ელდარ ზაზაძის საქმის განსახილველად შეიკრიბნენ.

„მასწავლებლის ეთიკის უხეში და სისტემატიური დარღვევისთვის, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისთვის, სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ელდარ ზაზაძეს დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადოს სასტიკი საყვედური“, – მსგავსი გადაწყვეტილება სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ სკოლის 20–მა პედაგოგმა მიიღო.

რატომ გამოუცხადეს ელდარ ზაზაძეს სასტიკი საყვედური პირად საქმეში შეტანით, ამ საკითხზე პედაგოგების ნაწილს საუბარი არ სურს. კომენტარზე უარს აცხადებს სკოლის დირექტორი მზია ზედგინიძეც: „არ მცალია. თუ ინფორმაცია გაქვთ რაღას მეკითხებით“, – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

სკოლის პედაგოგი ინგა ფიოდოროვი ამბობს, რომ ზაზაძის მხრიდან რაიმე არაეთიკური საქციელის შემსწრე არასდროს გამხდარა: „ვერაფერს გეტყვით, არცერთის ურთიერთობაში არ ვერევი. ერთსაც დიდ პატივს ვცემ და მეორესაც“.

რის საფუძველზე გამოუცხადეს ზაზაძეს საყვედური, ამაზე საუბარი იმ პედაგოგსაც უჭირს, რომელიც სკოლაში ჩატარებულ სხდომას ესწრებოდა და დოკუმენტს ხელს თავადაც აწერს: „აღარც მახსოვს ფაქტები, უსაფრთხოება რა შუაშია! ამაზე როგორ უნდა გააგდო ადამიანი, უსაფრთხოებაზე უნდა აგოს პასუხი დირქტრმა. პირადულში არიან გადასულები, რთულია ამ საქმეში ჩარევა . სამსახურეობივი აღარ არის ეს უკვე. თან ელდარი უნდა დასწრებოდა ამ სხდომას და თავისი სიმართლე ეთქვა, მაგრამ არ მოვიდა“, – ამბობს მამუკა ნადირაძე.

სხდომას ელდარ ზაზაძე მართლაც არ დასწრებია. როგორც თავად ამბობს, სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიდოდა, თუ მას რესურსცენტრის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ: „ჩემი სიმართლის მტკიცებას აზრი არ აქვს, მოსალოდნელი პროვოკაციებისგან შევიკავე თავი“.

რა წერია სხდომის ოქმში

როგორც 19 ნოემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა ელდარ ზაზაძესა და სკოლის დირექტორს შორის დაპირიპირება რამდენიმე წელია არსებობს.
მზია ზედგინიძის განმარტებით ელდარ ზაზაძე ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრს რეგულარულად აწვდიდა დეზინფრიმაციას სკოლის და პირადად მის შესახებ.

ბოლო წერილი, რომელიც ელდარ ზაზაძის ავტორობით 13 ოქტომბერს ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლიდან შევიდა, გაუმართავ ელექტროგაყვანილობას ეხება.

„ე.ზაზაძემ გადაუღო სურათები ელექტროგაყვანილობის კაბელებს სკოლაში, მათ შორის კომპიუტერების ოთახში,(ეს უკანასკნელი ბრძანებით ე.ზაზაძეს ქონდა ჩაბარებული და ის იყო ამ ოთახის ელექტროგაყვანილობაზე პასუხიმგებელი), არცერთ წერტილში, რომლებიც მას აქვს სურათებზე დაფიქსირებული დენი არ მიდის“, – ამბობს მზია ზედგინიძე.

მისივე განმარტებით, კომპიუტერის ოთახში იქ სადაც ელექტროენერგია გადის სადენზე „იზოლენტა“ იყო შეხსნილი, როემლიც შესაძლებელია მიზანმიმართულად თავად ე. ზაზაძემ გააკეთა.

„დღეს გაკვეთილების დაწყებამდე სამასწავლებლოში რომ დავსვი კითხვა: ვის შეუძლია სადენზე „იზოლენტის“ დახვევა, ზაზაძემ სამასწავლებლოც დატოვა და სკოლიდანაც წავიდა. ამის შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება ე.ზაზაძის პედაგოგობიდან გათავისუფლების შესახებ. ვთვლი, რომ იგი არღვევს, არა მხოლოდ მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, არამედ მოსწავლეების სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს“, –განაცხადა სხდომაზე მზია ზედგინიძემ.

დირექტორის განცხადებას პედაგოგების ნაწილი არ დაეთანხმა. საბოლოოდ მასწავლებლები სასტიკი საყვედურის გამოცხადებაზე შეთანხმდნენ.
იმ ფაქტს, რომ ელდარ ზაზაძე სკოლის ადმინისტრაციას და ადგილობრივ რესურსცენტრს წერილობით ხშირად მიმართავს ადასტურებს და ამბობს, რომ იძულებულია ასე მოიქცეს.

„რამდენჯერმე ვთხოვე რომ ეს პრობლემა იყო და მოგვეგვარებინა, შემდე წერილიც მივწერე, მაგრამ რეაგირებას არაფერზე ახდეს. მადუღარას აერთებენ და ელექტროენერგია ითიშება, რამდენჯერმე სისტემური ბლოკიც დაიწვა. მსგავსი ვითარება ხშირადაა“, – ამბობს ელდარ ზაზაძე.
რესურსცენტრი: დირექტორის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა

ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტრისტან მურადაშვილი ამბობს, რომ სკოლის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. აღნიშნულ ფაქტს შიდა აუდიტი იკვლევს.

„იურისტმაც უთხრა, რომ ეს საყვედური უსაფუძვლოა და უნდა გააუქმოს. საყვედური არ ეკუთვნის ზაზაძეს და ჩვენ ეს დირექტორს ავუხსენით კიდეც. ბრძანებას, როდესაც წერს ხელმძღვანელი ეს არ უნდა იყოს კრებაზე, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიურ საბჭოზე გასატანი. იურიდიულად არ არის სწორი“, – აცხადებს მურადაშვილი.

როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, მიუხედავად მათი არაერთი მცდელობისა პედაგოგსა და დირექტორს შორის ურთიერთობა ვერ მოწესრიგდა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სკოლის დირექტორი ელდარ ზაზაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს, ამას მყარი დასაბუთება დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დირექტორს თავის მართლება მოუწევს: „ ვუთხარი დირექტორს, რომ პედაგოგის გათავისუფლება ასე ადვილი არ არის. თუ საქმე სასამართლოში წავა, უფრო უარესი მოუვა დირექტორს. ვერ გაათავისუფლებს, ამ შემთხვევაში მასწავლებლის უფლებას დავიცავთ“, – ამბობს იგი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლის ადმინისტრაცია, გააუქმებს თუ არა 19 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე უცნობია. ელდარ ზაზაძე კი წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი უფლებების დასაცავად სარჩელის შეტანას სასამართლოში გეგმავს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთ იურისტს დაუკავშირდა, თუმცა ყველა მათგანს საქმის დეტალების შესწავლის გარეშე მომხდარზე საუბარი გაუჭირდა. უფლებადამცველები მხარეებს საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ურჩევენ.

შეგახსენებთ, რომ დირექტორის მიერ ელდარ ზაზაძისთვის გაცემულ შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე ცნობის გამო, სკოლაში ვითარება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა. სკოლას დარღვევების გამოსასწორებლად მას ერთთვიანი ვადაც მიეცა.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დირექტორის მიერ გაცემული შეურაცხმყოფელი შინაარსის ცნობა – აუდიტი ტოლოშის სკოლაში
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს  სასამართლოში უჩივის
აუდიტი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტს სწავლობს