სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი მრევლისათვის შობის მარხვა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.11.2016
დღეიდან, 28 ნოემბრიდან, მართლამდიდებელ ეკლესიაში შობის მარხვა დაიწყო. საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.

მართლმადიდებელი მრევლისათვის შობის მარხვა დაიწყო

მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.

[sknews.ge]


11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

11.10.2017 ახალციხეში ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

09.10.2017 რა აჩვენა ახალციხის ბაღების შემოწმებამ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2017 ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

16.10.2017 სამთო კურორტებზე სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები განთავსდება

16.10.2017 სასამართლომ ახალციხის სასაკლაო 1000 ლარით დააჯარიმა

16.10.2017 ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებლური სამყარო შობას ზეიმობს
შობის ღამისთევა ახალციხეში [Video]
მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
7, 8 და 9 აპრილს მარხულთათვის თევზით ხსნილია
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელი მრევლისთვის  დიდი მარხვა იწყება