სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.11.2016
798.200 ლარით შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯი ახალციხის მერიასა და საკრებულოში. რას მოხმარდება დაზოგილი თანხა.

რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს

24 ნოემბერს, ქალაქ ახალციხის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ შეხვედრაზე ის მიმართულებები ჩამოთვალა, რაზეც 2017 წლის ბიუჯეტში შედარებით მეტი თანხა გაიწერა.

ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 7.908.000 ლარიათ განისაზღვრება. პროექტიდან ჩანს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვაა.

„ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამა ერთ–ერთი საუკეთესოა რეგიონში. ამ მხრივ მხოლოდ ბორჯომი გვჯობია, მათ მეტი ფინანსები აქვთ“, – განაცხადა დავით ლომიძემ.

მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლში თანხა გაზრდილია: „2016 წელს 398.000 ლარი იყო, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 484.700 ლარია. წელს პირველად დავაფინანსებთ მოქალაქეების სამედიცინო გამოკვლევებს, რისთვისაც 30.000 ლარია ამ ეტაპისთვის. თუ საჭირო გახდება, თანხა გაიზრდება“.

მერიაში ამბობენ, რომ 2017 წელს საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციული ხარჯი შემცირდება, თუ 2016 წელს 2,693,200 ლარი იყო, 2017 წელს 1,895,000 ლარი იქნება. დაზოგილი თანხა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

„როდესაც საკრებულოში მოვედი, ბიუჯეტი დამტკიცებული იყო და ვერ შევძელი გარკვეული ხარჯები შემემცირებინა, მაგრამ რიგ საკითხებში ეკონომია გავაკეთე. 2017 წელს კი საკრებულოს ხარჯი 126,000 ლარით შემცირდა“, – განაცხადა დავით ლომიძემ.

მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1,644,000 ლარია გათვალისწინებული. მერიის ცნობით, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაახლოებით 2,250,000 ლარი გამოიყოფა, თუმცა, ეს საბოლოო ციფრი არ არის: „ბევრი რამ ჩვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, შეიძლება 5 მილიონამდეც გავზარდოთ დაფინანსება“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
რაში დაიხარჯება მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ახალციხის საკრებულოს ანგარიში ხალხს
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება