FM97.5 / LIVE

ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.11.2016
სოფელ მოხეს სადავო მეჩეთთან დაკავშირებით,მოხეში მცხოვრები მუსლიმები დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ, საჯარო განცხადებას გაავრცელებენ.

ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ

"დღეს, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე სოფელი მოხის ადგილობრივი მუსლიმი თემი, ისტორიული ნაგებობის შენობასთან პარასკევის ტრადიციულ (ჯუმას) ლოცვას კვლავ ღია ცის ქვეშ წაიკითხავს და ამავდროულად კრიტიკულ საჯარო განცხადებას გააკეთებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით", – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც, მოხის მუსლიმი თემის თხოვნით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.

პრესრელიზის მიხედვით, მოხის კომისიის ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, მუსლიმები გამოთქვამენ წუხილს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის საკითხის დადგენას და საერთოდ უარს იტყვის შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე, რაც სახელმწიფოს დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის შედეგია. მუსლიმების თქმით, მათი მოთხოვნა არსებითად არა ლოცვისთვის სივრცის მიცემა, არამედ ისტორიული შენობის ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესის სამართლიანი დაგეგმვა და განხორციელებაა.

EMC ხაზს უსვამს, რომ მითითებული განცხადება არ წარმოადგენს მის საკუთარ განცხადებას და აღნიშნულ ანონსს ადგილობრივი მუსლიმი თემის თხოვნით და მათ მხარდასაჭერად აგზავნის, რადგან უშუალოდ თემს ტექნიკურად მსგავსი კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო
EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს
მოხელი მუსლიმების საჯარო მიმართვა მთავრობას [Photo]
EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე
მუსლიმების უნდობლობა ე.წ. ‘მოხის კომისიას’ და მიმართვა პრემიერს [Photo/Video]