"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 23.11.2016
კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის რაიონში კოოპერატივმა ეკოჰერეთმა აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთში, ლაგოდეხის რაიონში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, კოოპერატივი ეკოჰერეთის ბაღი მოინახულეს.

კოოპერატივი ეკოჰერეთი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 6 ჰექტარზე ხურმის ხოლო 9.27 ჰ თხილის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 50,705 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 13,230 ლარი ნერგებზე, ხოლო 37,475 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 487 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 1,840,514 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 2,044 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 9,767,644 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობაშეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და
მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

[sknews.ge]


20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

20.04.2017 ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’

20.04.2017 არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

19.04.2017 ‘ნებისმიერი სისტემა, რომელიც იმუქრება, ეფექტური არ არის’ – ჯეჯელავა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2017 პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

21.04.2017 როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება

21.04.2017 საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

21.04.2017 დღეს პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

14.04.2017 'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

10.04.2017 ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]

მსგავს თემაზე

სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
აჭარაში პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება [R]
ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონში ახალი თხილის ბაღი დაათვალიერა [R]
ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს შეხვდნენ
ბოლო ორი წლის განმავლობაში,  მრავალწლოვანი კულტურების ფართობები 24 ათასი ჰექტარით გაიზარდა [R]
სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის  დანერგვას შეძლებენ [R]