FM97.5 / LIVE

ტურისტული გზამკვლევი, მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.11.2016
ახალციხის თემმა ტურისტებისთვის გზამკვლევი გამოსცა, რომელშიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ციხეები, ეკლესია–მონასტრები, მუზეუმები, ასევე, საოჯახო სასტუმროები და საწაროები მოხვდა. გზამკვლევში არ არის თემში არსებული არცერთი მეჩეთი.

ტურისტული გზამკვლევი, მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით

მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, ფერად, ფოტოსურათებიან გზამკვლევში, თითოეული ობიექტის შესახებ ინფომარცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა მოცემული.

გზამკვლევის პირველი ორი გვერდი ახალციხის მუნიციპალიტეტის ისტორიას ეთმობა. შემდეგი გვერდები კი ყვება სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის, ახალციხის ციხის, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული: ციხეების, ეკლესია–მონასტრების, ურავლის ხეობის, აწყურის დაცული ტერიტორიების, თემში არსებული საწარმოების, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტისა და სოფლებში არსებული საწარმოების ისტორიებს.

გამგეობაში განმარტავენ, რომ გზამკვლევში მოხვდა ყველაფერი, რამაც შეიძლება ტურისტი დააინტერესოს.

„საჭირო იყო ქალაქთან ერთად თემის ტერიტორიაზე დარჩენილი გარკვეული ისტორიული ძეგლების ერთ არეალში მოქცევა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩამოსულ ტურისტს გაეცნოს არა მარტო ქალაქის, არამედ მუნიციპალიტეტში მდებარე ღირსშესანიშნაობებსაც“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.

30–გვერდიან გზამკვლევში შემდეგი ობიექტები მოხვდა:

► სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმისა და ახალციხის ციხის ფოტომასალა.
► სლესისა და აწყურის ციხეები; საფარის სამონასტრო კომპლექსი; ვალეს კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები; სხვილისის კათოლიკური ეკლესია; საყუნეთის, წრიოხის, ზემო სხვილსის, ოხერას, ზემო ღრელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები; თისელის გუმბათიანი ეკლესია; აწყურის ტაძარი; აგარის მონასტერი; ივლიტის ტაძარი; წნისის ეკლესია; წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესია სოფელ ურაველში; ჯაყისმანის მამათა მონასტერი; ბაიები; მაჭიხეთის ეკლესია;
► სოფელ წნისის წყარო, აწყურის უძველესი აბანო; ურავლის ხეობა; აწყურის დაცული ტერიტორიები;
► „მტკვარიჰესი“ – სოფელ საყუნეთში; „ახალციხის კონვენტორული სადგური“;
► სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
► შპს „მექანიზატორი“; „თაფლის წარმოება“ – სოფელ მუსხში; ურავლის საკალმახე; ლოკოკინას საწარმო სოფელ მუსხში; მესუმზირას საწარმო „მარტინა“; კლდის მეფრინველეობის საწარმო; რძის გადამამუშავებელი საწარმოები – „წიფორა – სამცხე“ და „ჯორჯიან ბიზნეს ზონ“.
► საოჯახო სასტუმროები: სოფელ საძელში; „კლდე“; NICK & GEORGE;
► და სოფელ მუსხის სკოლა–მუზეუმი.

ნაშრომში არცერთი მუსლიმური სალოცავი, მეჩეთი არ არის, მაშინ როდესაც, თემში დაახლოებით 40 მეჩეთი მაინც არის და მათგან 9–ს (ციფრი შესაძლოა მეტიც იყოს), კულტურული მემკვიდრობის ძეგლის სტატუსი აქვს.

„ეს არის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული პირველი გზამკვლევი, ერთვარად საცდელი ვერსია. რაიმე პრინციპული მიდგომა არ გვქონია, ვეცადეთ შეგვერჩია კულტურული ობიექტები. ცხადია, ყველა ძეგლის შეტანა გვერდების სიმცირის გამო ვერ მოხერხდებოდა“, – გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია სხირტლაძე და ამატებს, რომ სამსახური მზად არის ნებისმიერი შენიშვნისა და რეკომენდაციის მოსასმენად, – „პრეზენტაციაზეც იყო გარკვეული მოსაზრებები. როდესაც შემდეგი გზამკვლევის გამოემაზე ვიფიქრებთ, ცხადია ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“.

კულტურის სამსახურს, რომელიც ამ გზამკვლევის გამოცემის იდეის ავტორი იყო და მის შექმნაზე მუშაობდა, ნაშრომის გამოცემა 2600 ლარი დაუჯდა. ამ ეტაპზე 1000 ეგზემპლარი დაიბეჭდა.

„მათ დავარიგებთ სასტუმროებში, ახალციხის ციხეში, ყველა იმ ადგილზე, სადაც ტურისტებს უხვდებათ ფეხი“, – გვიხსნის მაია სხირტლაძე.
გზამკვლევის პრეზენტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, 22 ნოემბერს შედგა.

ტურისტული გზამკვლევი, მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით

[ნინო ნარიმანიშვილი, მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

20.10.2018 ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ სამცხე–ჯავახეთის შესახებ გზამკვლევი გამოსცა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ
თისელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
გამგეობის მისალოცი ბარათები საფარის მონასტრის გამოსახულებით
შეიქმნა მასწავლებელთა შეფასების სქემის გზამკვლევი