FM97.5 / LIVE

ერთწლიანი დავის შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილს ფართს გადასცემენ

მთავარისიახლე, სამართალი 22.11.2016
ერთწლიანი სასამართლო სხდომებისა და მორიგებების შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს, 19 კვადრატულ მეტრს, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიღებს.

ერთწლიანი დავის შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილს  ფართს გადასცემენ

მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილს ალტერნატიული ფართის შესახებ, სახელმწიფო ქონების მმართვის სააგენტო საბოლოო პასუხს სამ დღეში აცნობებს. მაზმიშვილის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, სააგენტოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ოფიციალურად ტერიტოორის გადასაცემად კი კიდევ სამი დღეა საჭირო.

„სამ დღეში საბოლოო პასუხს გვაცნობებს გადმოცემის თაობაზე სახელმწიფო ქონების მმართვის სააგენტო. ჯერ რაღაცა პროცედურები დარჩათ კიდევ“, - ამბობს ადვოკატი.

ახალციხის რაიონული სასამართლო კი გადაწყვეტილებას იმიტომ არ გამოაცხადებს, რომ სასარჩელო ვადები უკვე მეორედ ამოიწურა და სარჩელი უკან გამოითხოვეს. სამარჯიშვილი მის მესამედ შებრუნებას აღარ გეგმავს, რადგან, ალტერნატიული ფართის გადაცემა ამ პროცედურების გარეშეც შესაძლებელია.

მხარეები ელგუჯა მაზმიშვილისათვის ფართის გამოყოფაზე ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე შეთანხმდნენ. თუმცა იმის გამო, რომ საბოლოო მორიგების ოქმი შედგენილი არ იყო, მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

ერთწლიანი სასამართლო სხდომებისა და მორიგებების შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილი საბოლოოდ ალტერნატიულ ფართს თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 კვ.მ ტერიტორიას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, ახალციხეში, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ახლა საბავშვო ატრაქციონია განლაგებული. მაზმიშვილი ამბობს, რომ ტერიტორია მის საკუთრებაში იყო და ყოფილმა ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა, ამიტომ იგი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
მაზმიშვილს ფართი უკვე გამოუყეს, თუმცა საქმე მაინც ვერ დასრულდა
კომპენსაცია ფართის ნაცვლად – მაზმიშვილის საქმე, ახალი დეტალები
ელგუჯა მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო
ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს ახლა მერიისგან ელოდება
ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა
ელგუჯა მაზმიშვილს დაპირებულ  მიწის ნაკვეთს არ აძლევენ