FM97.5 / LIVE

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.11.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ახალ მთავრობაში აღარ იქნება სამი მინისტრი ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და დავით ბაქრაძე.

► ფინანასთა მინისტრს ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის; ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება კახი კალაძე;

► ეკონომიკის მინისტრად იმუშავებს გიორგი გახარია. იგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტიდან ინაცვლებს;

► ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე შეცვლის;

► ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის ნაცვლად იმუშავებს ვიქტორ დოლიძე;

► უქმდება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში, რომელსაც გელა დუმბაძე ხელმძღვანელობდა. ეს სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედის. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი უხელმძღვანელებს მიხეილ ჯანელიძე;

პრემიერის განმარტებით, დანარჩენ სამინისტროებს ცვლილებები არ შეეხება:

► საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

► საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;

► საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა;

► საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – –ლევან დავითაშვილი;

► საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;

► საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი;

► საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

► საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

► საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი;

► საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი;

► საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი;

► შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი;

მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელებამდე, კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას.

ყველა დასახელებული ადამიანი ჯერ მხოლოდ მინისტრობის კანდიდატია. მათ ლეგიტიმაციისათვის პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებათ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს
ვინ იქნებიან ბახტაძის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში
სამცხე–ჯავახეთს მინისტრთა კაბინეტი სტუმრობს
ანკარაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში