სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ღვინოებია ამოღებული [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 22.11.2016
ქართული მხარის ძალისხმევით, რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ღვინოებია ამოღებული.

რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან  იმიტირებული  ღვინოებია ამოღებული [R]

სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „აგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინის ამოღება მოხდა.

2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა“ (http://www.agora-group.ru/) ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ - იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა. კერძოდ, სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშნვნა „ХВАНЧМАРАУЛИ“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულის“ იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო.

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის“ მიერ რუსეთის ფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“.

ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.11.2017 კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

23.11.2017 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

22.11.2017 ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ღვინის სააგენტო - ღვინის წლიური ექსპორტი 38%-ით გაიზარდა
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა [R]
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა