"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი ვეტერანების მიერ თვითნებურად შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.11.2016
რა პოზიცია აქვს ახალციხის ახალარჩეულ მერს ვეტერანების მიერ თვითნებურად დაკავებულ შენობაზე და გაიწერება თუ არა ბიუჯეტში თანხა ამავე შენობაში საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრის მოწყობისთვის.

ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს
ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ ყოფილი სკოლის შენობაში ვეტერანების შესახლება უკანონოა და ეს სამართლებრივად უნდა დარეგულირდეს.

„შეჭრა იმიტომ ჰქვია მაგას, რომ ეგ არის კანონდარღვევა“, – განაცხადა ახალდანიშნულმა მერმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტი“.

მისი თქმით, აქ შესახლებული ვეტერანების ნაწილს საცხოვრებელი ბინები აქვთ, ოღონდ სოფლებში, თუმცა მათ ქალაქში ცხოვრება სურთ და ამიტომ ახლა მთავრობას სახლებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. როგორც ვლადიმერ ზედგინიძემ „კვირის აქცენტში“ განაცხადა, მას ამის შესახებ საუბარი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსთან დავით ფეიქრიშვილთან უკვე ჰქონდა.

„კანონმდებელმა გარკვეული დოტაცია გამოუყო მათ [ვეტერანებს], მაგრამ ახლა უნდათ ბინები. ეგ შენობა არასდროს ყოფილა სამომსახურეო. დავითს ვუთხარი, რომ როცა ვეტერანები სამომსახურეო ბინაში შეიჭრებიან, მაშინ შეიძლება გახდეს საკითხი სადავო“, – ამბობს ზედგინიძე.
იგი არც საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრის გახსნის საჭიროებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ამბობს, რომ მსგავსი სასწვლო დაწესებულებები არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბითაა მნიშვნელოვანი.

აღნიშნული ცენტრის გასახსნელად დონორი ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობისგან თანადაფინანსებას ითხოვენ. მიუხედავად ამისა, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტში საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრის თანადაფინანსებისთვის თანხა გაწერილი არაა. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის მერის მოვალეობის უკვე ყოფილმა შემსრულებელმა ილია ზარდიაშვილმა განაცხადა.

ამჟამად ბიუჯეტის პროექტს ახალციხის საკრებულო განიხილავს და იგი მერიას რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა გაწერილი ქალაქის ბიუჯეტში თანამონაწილეობისთვის თანხა ვლადიმერ ზედგენიძემ გვიპასუხა, რომ ჯერ სააგენტოსა და ახალციხის მერიას შორის გაფორმეულ დოკუმენტებსა და ვალდებულებებს გაეცნობა და ამის შესახებ მერე ისაუბრებს.

თუმცა, ახალ ბიუჯეტში თანხის გაწერის მიზნით მერიისთვის ჯერ არც სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვთარების სააგენტოს მიუმართავს.

„ამ ეტაპზე ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამ საკითხების გადაწყვეტას ვცდილობთ. ასევე, გარკვეული თანხა გვაქვს უკვე იმისთვის, რომ გაზაფხულიდან აქ სარემონტო სამუშაოები განვაახლოთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვთარების სააგენტოს თავმჯდომარე ნანა ზუბაშვილი და ამატებს, რომ იგი ვლადიმერ ზედგინიძის პოზიციას მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ვეტერანების შეჭრის ფაქტს სააგენტო სასამართლოში ასაჩივრებს;

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის [გზამკვლევი]

28.03.2017 სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა

28.03.2017 ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

28.03.2017 ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ახალციხის მერი ვეტერანების საქმეზე: „სოფლებში სახლები აქვთ და იქ იცხოვრონ“
ვეტერანების სამმართველოს უფროსი  რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს უპირისპირდება
კვირის აქცენტი: ვეტერანების საქმე, რომელიც სასამართლომდე მივიდა [Video]