FM97.5 / LIVE

ახალციხეში შშმ პირები მერიისგან დაპირებულ ლიფტებს მეორე წელია ელიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.11.2016
ახალციხეში შშმ პირებს „მარტივი ლიფტების“ გაკეთებას მერია გასულ წელს დაპირდა, თუმცა დადებული პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია;

ახალციხეში შშმ პირები მერიისგან  დაპირებულ  ლიფტებს მეორე წელია ელიან
ახალციხეში მცხოვრები შშმ პირი დავით აბდუშელიშვილი „მარტივი ლიფტის“ დამონტაჟებას მეორე წელია ელოდება. თხოვნა, რომლის შესრულებასაც მერის უკვე ყოფილი მოადგილე, ზაზა თამარაშვილი ჯერ კიდევ 2015 წელს დაპირდა ამ დრომდე არ შესრულებულა.

ადგილობრივ თვითმმართველობას კუსტარულად დამზადებული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობის აღებას ფრთხილობს. კომპანია კი, რომელიც შშმ პირს კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ლიფტს სთავაზობს, თვითმმართველობისთვის ძვირია.

„თბილისში არის ფირმა, მაგრამ ძალიან ძვირს ითხოვს. ფაქტობრივად ლიფტს აკეთებენ კორპუსში. 2–ს გაუკეთო და 4–ი ისე დარჩეს სწორად არ მიმაჩნია, ამიტომ შევიკავეთ თავი. ძალიან გვინდა, რომ გავაკეთოთ, აქტიურად ვეძებთ კომპანიას, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და ლიფტს დაამონჟებს“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

ვიდრე ახალციხის მერია ფიქრობს, გორში მსგავსი ტიპის ე.წ მარტივი ლიფტი უკვე დამონაჟდა და მეორე კვირაა მუშაობს კიდეც.
ლიფტის კონსტრუქცია გორში ადგილობრივმა შპს „ქონგური 2008–ამ“ გააკეთა .

„პირველად გავაკეთეთ „მარტივი ლიფტი“. პირველი სართულიდან ადის მეორე სართულზე. დასრულებული კონსტრუქცია თავად გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა“, – განმარტავს ვლადიმერ ახობაძე.

მისივე თქმით, რაც უფრო მაღალ სართულზეა დასამონტაჟებელი კოსტრუქცია, მისი ღირებულება შედარებით ძვირი იქნება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ ახობაძე განმარტავს მარტივი არ არის, თუმცა არც შეუძლებელი.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ელიოზიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში „მარტივი ლიფტის“ გასაკეთებლად ტენდერი 5 ოქტომბერს 2.300 ლარზე გამოცხადა. სწორედ აღნიშნული თანხით გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც გორში პირველი ე.წ „მარტივი ლიფტი“ დაამონტაჟა.
გორის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „მარტივი ლიფტი“ თანადაფინანსებით გააკეთა, თანხის მიცირე ნაწილი კორპუსის ამხანაგობამ გადაიხადა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება
ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება
ახალციხეში ორ შენობაში არსებულ ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხეში ახლადდამონტაჟებულ ლიფტში მობინადრეები გაიჭედნენ
ეტლით მოსარგებლე პირებს უნივერსიტეტში გადაადგილება გაუადვილდებათ
გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა