FM97.5 / LIVE

‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.11.2016
დაბრუნება სამშობლოში, სადაც თავს მაინც სტუმრად გრძნობ; პრობლემები; ლოდინი და ბარიერები – ახალციხეში, მუსლიმი მესხების დეპორტაცია გაიხსენეს და გადასახლებიდან 72 წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულების პრობლემებზე იმსჯელეს.

‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან

მუსლიმი მესხები ორგანიზაცია „ტოლერანტის“ ოფისში შეიკრიბნენ. დისკუსიამდე შეკრებილებმა ფილმი იხილეს, სახელწოდებით – „სამშობლო, რომელიც შორია“.

40-წუთიან დოკუმენტურ ფილმში, მუსლიმი მესხების წარსული და დღევანდელობაა ასახული: დეპორტაცია, - სტალინის ბრძანებით ერთ ღამეში დაცლილი სამცხე-ჯავახეთის 220 სოფელი; ცხოვრება შორეულ და უცხო მხარეში; წინაპრების ოცნებადქცეული სურვილი - დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში და სამშობლო - სადაც დაბრუნებულებს არაერთი პრობლემა ხვდებათ.

დოკუმენტური ფილმი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტის“ დაკვეთით მომზადდა. ფილმის სცენარის ავტორი მარინე გერმანიშვილი, დამდგმელი რეჟისორი კი სანდრო ვახტანგოვია.

ფილმის სცენები გადაღებულია თბილისში - გლდანის საერთო საცხოვრებელში, ოკუპაციის მუზეუმში, ოზურგეთში - ნასაკირალში, სამცხე-ჯავახეთში და აზერბაიჯანში.

„ეს არის ქართველი ერის ტრაგედია, დიდი ტკივილია ამის გახსენება“, – გვითხრა ფილმის დასრულების შემდეგ სარვარ საფაროვმა.
სარვარ საფაროვის ისტორიული გვარი ლაზიშვილია. ის საქართველოდან გადასახლებული მუსლიმი მესხების შთამომავალია. აზერბაიჯანიდან ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის კანონის მიღების შემდეგ, 2008 წლის მაისში დაბრუნდა და ახალციხეში დასახლდა. სახლი საკუთარი ფულით იყიდა და ოჯახიც საცხოვრებლად აქ გადმოიყვანა.

1944 წლის ნოემბრის ღამეს, სტალინის განკარგულებით, მესხეთიდან ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში 120 ათასამდე მესხი გადაასახლეს. გზაში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. საქართველოდან მათი აყრის მიზეზი სტალინის ეჭვები იყო, რომ მტრის შემოსევის შემთხვევაში, მუსლიმი მესხები საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებდნენ.

1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ მუსლიმი-მესხების რეპატრიაციის ვალდებულება აიღო. 2007 წელს საქართველომ მიიღო კანონი რეპატირაციის შესახებ, რომელიც მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსისა და მოქალაქეობის მინიჭების პროცეურებს არეგულირებს.

„იურიდიულად სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, თუმცა, პრობლემები მაიც რჩება. ეს კი ძირითადად კვლავ მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ეხება“, – ამბობს ცირა მესხიშვილი, ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, რომელიც ამ დისკუსიის ორგანიზატორი იყო.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს
”სამშობლო, რომელიც შორია”
ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს
ახალციხეში მუსლიმ მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
მარხვა სოლიდარობის ნიშნად

კვირის აქცენტი: რეპატრირებული მესხები – პოლიტიკა და რეალური ყოფა [Video]