FM97.5 / LIVE

’ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური პრობლემები უჩნდებათ’

მთავარისაზოგადოება » განათლება 07.02.2013
უნდა იყოს თუ არა სკოლებში ფსიქოლოგი, რა პრობლემებს აწყდებიან სკოლის მოსწავლეები და რაში თანხმდებიან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები

’ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური პრობლემები უჩნდებათ’
ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან [38 საჯარო, 1 კერძო] არცერთ სკოლაში ფსიქოლოგი არ ჰყავთ. ერთადერთი სკოლა, სადაც ფსიქოლოგის შტატი არსებობდა, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა იყო, თუმცა, ახლა აქაც აღარ ჰყავთ.

მეხუთე საჯარო სკოლაში ფსიქოლოგი ნინო ბლუაშვილი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ ფსიქოლოგი ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს.

- ”ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური და სოციალური პრობლემები უჩნდებათ, ამიტომ, მათთან მუდმივად მუშაობაა საჭირო”, - ამბობს იგი.

სკოლებში ფსიქოლოგის შტატის დაშვებას მოსწავლეების მშობლებიც ეთანხმებიან. ისინი ამბობენ, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაციები მათ შვილებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებათ.

- ”მართალია, მშობელს ძალიან დიდი ფუნქცია აქვს და შვილისთვის ნომერ პირველი ფსიქოლოგი უნდა იყოს, მაგრამ ფსიქოლოგი მაინც საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი პატაარაა, ხანდახან მგონია, რომ საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტაციები”, - გვეუბნება მარი გიორგაძე.

მოსწავლეთა უმეტესობა ამბობს, რომ მასწავლებლები ცხადია ეხმარებიან, მაგრამ ისე ვერა, როგორც მათ კონკრეტულ სიტუაციაში ფსიქოლოგი დაეხმარებოდათ. ბავშვების თქმით, მათ სჭირდებათ მეგობარი, რომელიც დაეხმარებათ და გაუგებთ.

- ”ძალიან ხშირად მდომებია ვინმე უფროს დავლაპარაკებოდი. მასწავლებელი როგორც პედაგოგი ისე შეხედავს საკითხს და არა როგორც მეგობარი. ამიტომ მასწავლებლისთვის არასოდეს მიმიმართავს. არის მდგომარეობა, როდესაც მეგობარს ვერ ველაპარაკები და მგონია, რომ ფსიქოლოგთან უფრო გავიხსნები. ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლაში ფსიქოლოგი გვეყოლება”, - ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ნათია ზაზაძე.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა გობიანიძე მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგის როლი მასწავლებელმაც უნდა შეითავსოს, თუმცა, გარემო პირბებოიდან გამომდინარე ეს არც ისე ადვილი და პედაგოგები ხშირად ვერ ახერხებენ მოსწავლესთან გულახდილად საუბარს.

- ”გაკვეთილზე გაკვეთილებს ვატარებთ. ძნელია მუდმივად აკონტროლო მოსწავლეები. ამიტომ, თუ სკოლას ფსიქოლოგი ეყოლება, ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება”, - ამბობს იგი.

ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებს ფსიქოლოგიური პრობლემები გარდატეხის ასაკში უჩნდებათ, ამიტომ, ამ პერიოდში მათ ცხოვრებაში მესამე პირი უნდა ჩაერთოს, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ნინო ბლუაშვილი ამბობს, რომ ფიქოლოგმა მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდულურად, ასევე ჯგუფურადაც უნდა იმუშაოს.

- ”არის შემთხვევები, როდესაც მშობლის ავტორიტეტი უკანა პლანზე გადადის, ამიტომ ფსიქოლოგის ჩარევა ძალიან მნიშვენლოვანია. შეიძლება გარეშე პირის ერთმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალოს”, - ამბობს იგი.

მოსწავლეთა აზრით ფსიქოლოგის კონსულტაციები არამხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც სჭირდებათ.

- ”არასოდეს გამჩენია სურვილი ფსიქოლოგთან მივსულიყავი. ჩემს პრობლემებს თავად ვაგვარებ. მაგრამ არიან მოსწავლეები და არამარტო მოსწავლეები, ზოგ მასწავლებელსაც სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება”, - ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ბეჟან მანუკიანი.

მოსწავლეები ამბობენ, რომ დღეს ძალიან ბევრი მათი მეგობარი გახდა ეკლესიური და ხშირად გამოსავალს მოძღვართან საუბარში პოულობენ. მოძღვარი ჩვენი რესპონდენტი მოსწავლეების ნაწილსაც ჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ მოძღვარი მათ იმ დახმარებას უწევს, რასაც ალბათ ფსიქოლოგისგან მიიღებდნენ. თუმცა, ნაწილი ამ მოსაზრებას არ თანხმდება.

- ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლაში ადრე ფსიქოლოგი იყო არასოდეს მიმიმართავს, ჩემს პრობლემებს ყოველთვის მოძღვარს ვუყვებოდი და ვუყვები და ის მეხმარება”, - გვეუბნება მეხუთე სკოლის მოსწავლე ნინო გოგნაძე.

ნატალია მაზაშვილს კი გოგნაძისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაცია და აღსარების ჩაბარება სრულიად განსხვავდება და არის საკითხები, რომელზეც შეიძლება ვერ დაელაპარაკო მოძღვარს, მაგრამ დაელაპარაკო ფსიქოლოგს: ”ვფიქრობ, რომ ეკლესიას ადამიანის ცხოვრებაში სხვა ფუნქცია აქვს, ფსიქოლოგს კიდევ სხვა”.
ფსიქოლოგი ყველა სკოლას რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეს, ამაზე სკოლების დირექტორებიც თანხმდებიან.

- ”ბავშვებთან ურთიერთობა ფაქიზი თემაა, ამიტომ საჭიროა, რომ ყველა სკოლას ფსიქოლოგი ჰყავდეს. კარგი იქნება ჩვენც თუ გვეყოლება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ სკოლაში ფსიქოლოგის მოყვანას. ამის ფინანსები დღეს სკოლას არ გააჩნია”, - ამბობს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სკოლები განათლების სამინისტროსგან ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ. სკოლა თანხებს საჭიროებისამებრ თავად განკარგავს. თ ფინანსებს გამოძებნის, მას შეუძლია დაუშვას ფსიქოლოგის შტატი, რომელიც საბოლოოდ განათლების სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს. თუმცა, დირექტორების თქმით, ამ ეტაპზე მათ არც ფსიქოლოგის და არც მეორე საჭირო შტატის, ექიმის დანიშვნა, ფინანსების ნაკლებობის გამო არ შეუძლიათ.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა უნდა იყოს სკოლიდან გარიცხვის ალტერნატივა
ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება
მე-5 სკოლაში გალახული მოსწავლეების ამბის გახმაურების შემდეგ, სკოლებში ფსიქოლოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
სკოლები უექიმოდ [Video]
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
როგორ დავძლიოთ ბულინგი – დისკუსია ახალციხეში