FM97.5 / LIVE

ორმაგი ხარჯი ’’ქალაქის სილამაზისთვის’’

მთავარიეკონომიკა 02.04.2012
დაუგეგმავი საქმე თუ მოულოდნელი ინფრასტრუქტურული ცვლილებების შედეგი. რატომ იცვლება რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული გაზის მილები და ვინ დაფარავს გაწეული სამუშაოების თანხებს?

ორმაგი ხარჯი ’’ქალაქის სილამაზისთვის’’

თითქმის ორი კვირაა დიდიმამიშვილის ქუჩაზე მუშები ასფალტის საფარს ჭრიან. მათთან გასაუბრებისას ვიგებთ, რომ არხები ბუნებრივი გაზის მილებისთვის მზადდება. მიწისზემოთ გამავალი ბუნებრივი გაზის ცენტრალური მილები მიწისქვეშ უნდა ჩავიდეს. დავალება გაზის კომპანიისგან მიიღეს. ’’ქალაქის სილამაზისთვის ვაკეთებთ ამ სამუშაოებს“, - ასეთია მათი მოსაზრება.

- ’’ქალაქის სილამაზისთვის’’ მიმდინარე სამუშაოებს აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები არაერთგვაროვნად ხვდებიან. ნაწილი ამბობს, რომ ქალაქის გასალამაზებლად დროებით მტვერი და გადათხრილი ქუჩა უნდა აიტანონ; ნაწილი უკმაყოფილოა, რადგან სახლამდე მისასვლელად მიწის გროვებზე სიარული უწევს; ნაწილმა კი ახალგაჭრილ არხებს ’’დანიშნულება მოუძებნა’’ და მასში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრა დაიწყო.

- ’’ სომხური სკოლის შესახვევში ვიღაცამ ღუმელიდან გამოღებული ცხელი ნაცარი არხში ჩაყარა, რამაც გაზის მილის აფეთქება გამოიწვია. დაიწვა ერთი ხე და იყო საშიშროება, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლზე გადასულიყო“, - ამბობს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ვალერი გევორქიანი და ამატებს, რომ მიწის გათხრის დროს წყლის მილიც დაუზიანეს და შეკეთება თავისი ხარჯებით მოუწია: ’’გვიჭირს მანქანის ეზოში შემოყვანაც და ისიც გვაინტერესებს, როდის აღადგენენ დაზიანებული ასფალტის საფარს“.

მილების მიწისქვეშ გატარების იდეა მოსწონს ამავე ქუჩაზე მცხოვრებ დალი გიორგაძეს და ამბობს, რომ დროებით დისკომფორტს მოსახლეობაც გაგებით უნდა შეხვდეს: ’’კმაყოფილი ვარ, ჯობია მილები მიწისქვეშ გაატარონ, ეს ნაკლებად ხელის შემშლელი იქნება ქვეითად მოსიარულეებისთვის. მაგრამ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ერთ კვირაში ვერ მოწესრიგდება“.

არიან ისეთებიც, რომლებიც პრესასთან ვინაობის გამხელას ერიდებიან და ამბობენ, რომ ჯობდა მილები თავიდანვე მიწისქვეშ გაეყვანათ.

გაზიფიცირების სამუშაოები 2009 წლის აპრილში დაიწყო. როგორც კომპანია ’’ელ-ენში’’ ამბობენ, ქალაქის დაქსელვა დასასრულს უახლოვდება. მცირე სამუშაოებია დარჩენილი ბაღინაშვილისა და ჯაყელის ქუჩებზე და საბარგო სადგურისა და რაბათის დასახლებებში. ცენტრალურ უბნებში მიმდინარე მილების დემონტაჟს, გაზის კომპანიაში ქალაქის ინფრასტრუქტურული ცვლილებებით ხსნიან.

- ’’საჰაერო გაყვანილობიდან მიწისქვეშა კომუნიკაციებზე გადასვლა მხოლოდ დიდიმამიშვილის ქუჩას შეეხო. ამ ქუჩაზე ადმინისტრაციის შენობა გადმოვიდა და მილების ზემოდან გატარება მიზანშეწონილი არ იყო“, - ამბობს კომპანია „ელ-ენის“ მთავარი სპეციალისტი ზაზა ზაზაშვილი.

გაზის მილების მდებარეობის შეცვლას, ქალაქში მასშტაბური პროექტების დაწყებას უკავშირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძეც: ’’როცა ახალციხის გაზიფიკაცია დაიწყო, მაშვინ ვერავინ იფიქრებდა, რომ საჭირო იქნებოდა ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის სხვა სტილით მოწყობა. ამიტომ, ჩვენი მითითებით და კომპანიის სურვილით, ცენტრალურ ქუჩებზე მილები მიწისქვეშა კომუნიკაციებზე გადადის“.

გამგეობაში ამბობენ, რომ მილების თავიდანვე მიწისქვეშ გაყვანა რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კომპანიას არ გააჩნდა სახსრები, გარდა ამისა, ვალდებულება იყო აღებული, რაც შეიძლება მალე მისულიყო გაზი ყველა ოჯახში.

- „ქალაქის განვითარებისთვის ასეთი ცვლილებები ბუნებრივიცაა. რეაბილიტაციას მოითხოვს არამარტო გაზის, არამედ წყლისა და კანალიზაციის მილებიც“, - ამბობს გამგებელი და ამატებს, რომ გაწეული სამუშაოების ხარჯებს თავად კომპანია დაფარავს.

რა თანხა დაიხარჯა ქალაქის დაქსელვით სამუშაოებში და რა ჯდება მილების დემონტაჟი, გაზის კომპანიაში არ ამხელენ. თუმცა, ამბობენ, რომ გადათხრილ ასფალტის საფარსაც თავად შეაკეთებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ლელოვანში გაზის მილების შესაკეთებლად ასფალტის საფარი აყარეს და მიატოვეს
ახალციხეში გაზის მიწოდება დროებით შეწყდა
ახალციხეში გაზის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხის შვიდ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხეში გაზის მიწოდება  აღდგა
ახალქალაქსა და ნინოწმინდას დილიდან გაზი არ მიეწოდება