FM97.5 / LIVE

”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო

მთავარიპოლიტიკა 07.02.2013
პრეზიდენტის გამოსვლის გადადების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” პარლამენტის შენობასთან პრეზიდენტისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობაც გადადო

”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო
ორგანიზაცია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას, ხვალ, 14:00 საათზე აპირებდა. ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას მოსახლეობა მთელი საქართველოდან უნდა შეერთებოდა. ხვალ დილით ახალციხიდან ქუთაისის მიმართულებით ათობით მანქანის გასვლას გეგმავდნენ.

- ”მიხეილ სააკაშვილს გასული აქვს უფლებამოსილების ვადა და უფლება არ აქვს პარლამენტში პრეზიდენტის სახელით გამოვიდეს”, - გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ელგუჯა ბიჭაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციას უნდა შეერთებოდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც. როგორც ორგანიაზციის ასპინძის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა პარუნაშვილი ამბობს, რომ ასპინძიდან აქციაზე გასამგზავრებლად დაახლოებით 150 ადამიანი ემზადებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წინაშე ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარდგენილიყო. თუმცა, დღეს დილით, ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის ინიციატივით პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო.

დაგეგმილი აქციაც ცხადია გადადო ”ერთსულოვნებამ”. ელგუჯა ბიჭაშვილი ამბობს, რომ ახლა ცენტრალური ოფისიდან დირექტივებს ელოდებიან.

შეგახსნებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერებს აგროვებს. ამ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტში 9500 ხელმოწერაა შეგროვებული, ასპინძაში კი 4000-მდე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები ახალციხეშიც გროვდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება